დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

0
გაზიარება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის – „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ – ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავეს და მის ინიცირებას პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფი მოახდენს.

„კანონპროექტი იქნება ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს და განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და წარმოებასთან დაკავშირებით მიზნებსა და ამოცანებს. რაც მთავარია, ამ კანონპროექტში პირველად ჩნდება ფერმერის და ფერმერული მეურნეობების განსაზღვრება, მათ შორის, თავად ფერმერთა რეესტრის წარმოების პრინციპები. აღნიშნული კანონი, მიღების შემდეგ, იქნება წინაპირობა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროგრამები გადავიდეს გადამხდელთა სააგენტოს პრინციპზე, რომელიც ევროკავშირის მოდელს წარმოადგენს და რომელთან დაკავშირებითაც ევროკავშირის და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციისგან კარგი თანამშრომლობის ფორმატები გვაქვს. სამინისტრო კი გეგმავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოახდინოს დღეს მოქმედი სოფლის მეურნეობის სააგენტოს ტრანსფორმაცია და გადააქციოს იგი თანამედროვე ევროპული სტანდარტის გადამხდელთა სააგენტოდ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, აღნიშნული მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში წარმატებით გამოიყენება. მნიშვნელოვანია, რომ გადამხდელთა სააგენტოს პრინციპი, რომლის დანერგვას კანონპროექტი ითვალისწინებს, კონკრეტული კატეგორიის ფერმერების და სხვადასხვა დარგობრივ მიმართულებებზე გათვლილი სახელმწიფო პროგრამების დაფუძნებას გულისხმობს.

„ძირითადად საუბარია იმაზე, რომ ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც არსებობს და შემდეგში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, იყოს უფრო მეტად მიმართული კონკრეტულ საჭიროებებზე და იყოს დაფუძნებული საერთო პოლიტიკის მიზნებზე, რომელიც გაზრდის თავად სექტორს და უფრო გააჯანსაღებს მას. ეს არის ევროპული მოდელი, რომელიც უფრო მეტ დეტალს გულისხმობს თავისთავში, რაც კანონქვემდებარე აქტებში გაიწერება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერული მეურნეობების რეესტრი, რომელიც თავს მოუყრის ფერმერებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას და სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, რომ ამ მიმართულებით უკეთესად დაგეგმოს თავისი პოლიტიკა“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!