დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წელთან შედარებით, 3.8 %-ით შემცირდა 

0
გაზიარება

2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით, 3.8 %-ით შემცირდა და 11.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9%-ით შემცირდა და 9.4% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0%-ით შემცირდა და 15.6%-ს გაუტოლდა.

2023 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16.0% შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 11.5% (-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 8.0% (-2.5 პროცენტული პუნქტი).

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9%-ით და 11.5%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7%-ით და 12.2%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!