დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი პენსიონერია

0
გაზიარება

საქართველოში პენსიონერების რაოდენობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობაში განუხრელად იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9,8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22,4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 0,3%-ით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 762 621 იყო, 2020 წელს – 783 705-მდე გაიზარდა, 2021 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობამ 793 751 ადამიანი შეადგინა, 2022 წელს ქვეყანაში 808 326 ასაკით პენსიონერი იყო. 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით კი, საქართველოში სულ 838 097 ასაკით პენსიონერია.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში სულ 3 723 464 ადამიანი ცხოვრობდა, შესაბამისად გამოდის, რომ პენსიონერების წილი იმ დროს მოსახლეობის 19,8%-ს შეადგენდა. 2020 წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 716 858-ს შეადგენდა (პენსიონერების წილი 21%); 2021 წელს მოსახლეობის რაოდენობა იყო 3 728 573 (პენსიონერების წილი 21,2%); 2022 წელს საქართველოში 3 688 647 ადამიანი ცხოვრობდა (პენსიონერების წილი 21,9%); 2023 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო (პენსიონერების წილი 22,4%).

ბოლო 5 წლის განმავლობაში პენსიონერების წილი მთლიან მოსახლეობაში 2,6 პუნქტით გაიზარდა და მთლიანი მოსახლეობის 22,4% შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერის დაბერების პროცესი აქტიურად გრძელდება და თუ შობადობის მიმართულებით სიტუაცია არ გამოსწორდა, უახლოეს 10 წელიწადში პენსიონერების წილი 28%-საც გადააჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!