დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში 228 121 მსესხებელი კრედიტს ვერ იხდის, სექტორის ვალი 1 931 828 ადამიანს აქვს,რაც ჯამში 39 482 010 647 ლარს შეადგენს

0
გაზიარება

„კრედიტინფოს“ 2023 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 121 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 474 683-ს შეადგენს.

მხოლოდ ერთ თვეში ე.წ. შავ სიაში 1 762 მსესხებელი მოხვდა, 2023 წლის მარტის მდგომარეობით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 226 359 მსესხებელს უფიქსირდებოდა.

მსესხებლების 83.5% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, აპრილის მდგომარეობით, ბანკებიდან 35 959 284 314 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 613 691 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8.5%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 136 640-ია.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 759 514 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 073 807 348 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 129 435 მსესხებელს უფიქსირდება.

კიდევ 22 171 ადამიანს კი, ჯამში 448 918 985 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 171 ადამიანს უფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!