RSS კატეგორიადღის სიახლეებისაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

საქართველოში 2 921 949 აცრაა ჩატარებული – სრულად აცრილია 1 276 173 ადამიანი

0
გაზიარება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აგვისტოს თვის მონაცემებით, საქართველოში 2 921 949 აცრაა ჩატარებული. სრულად აცრილია 1 276 173 ადამიანი.

რეგიონების მიხედვით სრული დოზით ვაქცინირებულების რაოდენობა ასეთია: თბილისი – 607 777 ადამიანი, კახეთი – 62 913 ადამიანი, მცხეთა-მთიანეთი – 22 729, ქვემო ქართლი – 64 681, შიდა ქართლი – 64 441, იმერეთი – 138 969, სამცხე -ჯავახეთი – 25 804, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10 053, სამეგრელო -ზემო სვანეთი – 88 951, გურია – 37 239, აჭარა – 155 191.

მინიმუმ ერთი დოზით ყველაზე მეტი ადამიანი – 53,19% 18-49 ასაკობრივ კატეგორიაშია აცრილი, 10%-მდეა ვაქცინირებული 60-64 ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო რაც შეეხება სამედიცინო პერსონალში ვაქცინირების სტატისტიკას – 2 დოზით აცრილია ექიმების 81%, სამი დოზით კი ექიმების მხოლოდ 33%.

ექთნების 64% ორი დოზით არის აცრილი, 3 დოზით კი მხოლოდ – 13%, რაც შეეხება უმცროს სამედიცინო პერსონალს 53% ორი დოზით არის აცრილი, 10% კი – სამი დოზით არის აცრილი. ადმინისტრაციული პერსონალის 67% ორჯერ არის აცრილი 19% – კი სამჯერ.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!