დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 780 ადამიანს აქვს,რაც ჯამში 40 302 428 024 ლარი შეადგენს

0
გაზიარება

226 359 მსესხებელი საქართველოში კრედიტს ვერ იხდის და ე.წ. “შავ სიაშია”

„კრედიტინფოს“ 2023 წლის მარტის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 226 359 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 461 704 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მარტის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 780 ადამიანს აქვს, ჯამში 40 302 428 024 ლარის მოცულობის.

მსესხებლების 83.6% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მარტის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 789 518 921 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 614 433 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8.3%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 133 547 -ია.

სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 748 138 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 041 368 693 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 125 204 მსესხებელს უფიქსირდება.

კიდევ 22 694 ადამიანს კი, ჯამში 471 540 410 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 337 ადამიანს უფიქსირდება.

 

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!