დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა – საქსტატი

0
გაზიარება

2023 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.0 პროცენტი შეადგინა – სტატისტიკი

2023 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 45.8 ათასი კაცით (5.6%) და 863.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.4 ათასით გაიზარდა (6.6%) და 407.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 10.4 ათასით (3.6%) და 279.2 ათასი შეადგინა. 2023 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52.0 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.6 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 3.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 43.5 პროცენტს და 41.3 პროცენტს შეადგენს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონისა და დასაქმების დონის მაჩვენებლები 2019-2023 წლებში, კვარტალების მიხედვით.

2023 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.8 და 2.4 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 15.1 პროცენტს და 20.3 პროცენტს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!