დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ძაღლის ყოლისთვის შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს

0
გაზიარება

საქართველოში ძაღლის ყოლისთვის შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლოა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს. თუმცა ამ ეტაპზე კანონპროექტში მოსაკრებლის დაწესების დამატება სამსჯელო საკითხს წარმოადგენს.

კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მუშაობს, რომლის განხილვების დაწყებაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში იგეგმება. კანონპროექტი გულისხმობს მათ შორის, რომ სავალდებულო გახდეს ყველა ძაღლის ჩიპირება, ყველა ძაღლის იდენტიფიცირება.

კანონპროექტის საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე მსჯელობის პროცესში შეთავაზებულია მოსაკრებლის სავარაუდო ოდენობაც. თუ კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება სპეციალური გადასახადის დაწესება, ამ შემთხვევაში 1-ლი ძაღლის ყოლისთვის მოქალაქეებს 20 ლარის ოდენობის მოსაკრებლის, მეორე ძაღლის შემთხვევაში 200-ს, ხოლო ყველა მომდევნოზე 100 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ.

კანონპროექტით განისაზღვრება მომეტებული რისკის ძაღლის ჯიშებიც, რომელთა ყოლაზეც მოსაკრებელი შედარებით მაღალი იქნება. კერძოდ, 1-ელ მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის ყოლაზე იქნება 200 ლარი, მეორეზე – 2 000 და ყველა მომდევნოზე 1 000-1 000 ლარით მეტი.

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!