საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობები 2020 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. 2023 წლის განმავლობაში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 15.4%-ით 1 მილიარდ 515 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მეზობელმა ქვეყანამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის 7%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა.
2023 წელს აზერბაიჯანი საქართველოსთვის #1 საექსპორტო მიმართულება იყო და მთლიან ექსპორტში 14.2%-იანი წილი ეკავა. ჯამში გასულ წელს აზერბაიჯანში 862 მილიონ 070 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2022 წლის ექსპორტს 28.2%-ით აღემატება.
სტატისტიკის ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, აზერბაიჯანში ექსპორტის ნახევარს 50.7%-ს ავტომობილები იკავებენ. ეს საქონელი გასულ წლებშიც TOP-საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილს იკავებდა. 2023 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 41.7%-ით გაიზარდა.
TOP-10 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი :
- მსუბუქი ავტომობილები – $437.2 მლნ, 22 393 ცალი;
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები – $35.4 მლნ, 2 336 ტონა;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – $26 მლნ, 670 ტონა;
- სატვირთო ავტომობილები – $25.9 მლნ, 3 042 ტონა;
- ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან – $25.6 მლნ, 1 246 ტონა;
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები – $25.3 მლნ, 37 249 ტონა;
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი – $19.2 მლნ, 5 169 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $15.8 მლნ, 12 425 ტონა;
- ცხვრები და თხები ცოცხალი – $14.8 მლნ, 6 518 ტონა;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატებით – $13.5 მლნ, 19 187 ტონა;
ექსპორტთან შედარებით აზერბაიჯანიდან საქართველოში საქონლის იმპორტი მცირეა, თუმცა ამ ქვეყნიდან შეძენილი საქონლის ღირებულებაც გაიზარდა და აზერბაიჯანმა უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ათეულში 4.2%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა. ჯამში გასულ წელს საქართველოდან აზერბაიჯანში საქონლის შესაძენად 653 მილიონ 911 ათასი დოლარი გავიდა. შესაბამისად იმპორტი წლიურად მცირედ – 2.1%-ით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყნებს შორის იმპორტი რეკორდული იყო.
TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – $313.4 მლნ, 1 768 395 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $95.4 მლნ, 112 388 ტონა;
- ცემენტი – $57 მლნ, 871 614 ტონა;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – $32.2 მლნ, 51 337 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები – $20.9 მლნ, 217 ცალი;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – $11.5 მლნ, 860 ტონა’
- ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან – $10 მლნ, 56 249 ტონა;
- თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში – $8.9 მლნ, 263 189 ტონა;
- რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე – $4.8 მლნ, 6 318 ტონა;
- მავთულები იზოლირებული, კაბელები – $4.3 მლნ, 1 233 ტონა;