დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოსთვის აზერბაიჯანი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა

0
გაზიარება

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობები 2020 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. 2023 წლის განმავლობაში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 15.4%-ით 1 მილიარდ 515 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მეზობელმა ქვეყანამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის 7%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა.

2023 წელს აზერბაიჯანი საქართველოსთვის #1 საექსპორტო მიმართულება იყო და მთლიან ექსპორტში 14.2%-იანი წილი ეკავა. ჯამში გასულ წელს აზერბაიჯანში 862 მილიონ 070 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2022 წლის ექსპორტს 28.2%-ით აღემატება.

სტატისტიკის ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, აზერბაიჯანში ექსპორტის ნახევარს 50.7%-ს ავტომობილები იკავებენ. ეს საქონელი გასულ წლებშიც TOP-საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილს იკავებდა. 2023 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 41.7%-ით გაიზარდა.

TOP-10 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი :

  1. მსუბუქი ავტომობილები – $437.2 მლნ, 22 393 ცალი;
  2. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები – $35.4 მლნ, 2 336 ტონა;
  3. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – $26 მლნ, 670 ტონა;
  4. სატვირთო ავტომობილები – $25.9 მლნ, 3 042 ტონა;
  5. ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან – $25.6 მლნ, 1 246 ტონა;
  6. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები – $25.3 მლნ, 37 249 ტონა;
  7. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი – $19.2 მლნ, 5 169 ტონა;
  8. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $15.8 მლნ, 12 425 ტონა;
  9. ცხვრები და თხები ცოცხალი – $14.8 მლნ, 6 518 ტონა;
  10. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატებით – $13.5 მლნ, 19 187 ტონა;

 

ექსპორტთან შედარებით აზერბაიჯანიდან საქართველოში საქონლის იმპორტი მცირეა, თუმცა ამ ქვეყნიდან შეძენილი საქონლის ღირებულებაც გაიზარდა და აზერბაიჯანმა უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ათეულში 4.2%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა. ჯამში გასულ წელს საქართველოდან აზერბაიჯანში საქონლის შესაძენად 653 მილიონ 911 ათასი დოლარი გავიდა. შესაბამისად იმპორტი წლიურად მცირედ – 2.1%-ით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყნებს შორის იმპორტი რეკორდული იყო.

TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:

  1. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – $313.4 მლნ, 1 768 395 ტონა;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $95.4 მლნ, 112 388 ტონა;
  3. ცემენტი – $57 მლნ, 871 614 ტონა;
  4. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – $32.2 მლნ, 51 337 ტონა;
  5. მსუბუქი ავტომობილები – $20.9 მლნ, 217 ცალი;
  6. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – $11.5 მლნ, 860 ტონა’
  7. ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან – $10 მლნ, 56 249 ტონა;
  8. თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში – $8.9 მლნ, 263 189 ტონა;
  9. რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე – $4.8 მლნ, 6 318 ტონა;
  10. მავთულები იზოლირებული, კაბელები – $4.3 მლნ, 1 233 ტონა;

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!