სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმწერის პოზიციაზე 11 000-მდე ვაკანსიას აცხადებს. სამუშაო მოიცავს 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდს.
აღმწერის ძირითადი ფუნქციები იქნება მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწერის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე.
მსურველს განაცხადის გაგზავნა შეუძლია ბმულზე: https://census-cv.geostat.ge/ და https://jobs.ge/?view=client&client=geostat. განაცხადის მიღება ასევე შესაძლებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ცოტნე დადიანის #30) ან თბილისის სტატისტიკის ბიუროში ( ეგნატე ნინოშვილის 55). განაცხადი მიიღება ასევე საქსტატის რეგიონულ ოფისებში.
აღმწერის ხელფასი შეადგენს დარიცხულ 750 ლარს.
მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.