უცხოური ბიზნეს სიახლეებიმომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეები

სარეკლამო კამპანიის შედეგი : ჩინელები KFC-ის ჭარბად ყიდულობენ და შემდეგ ყრიან

0
გაზიარება

სწრაფი კვების ქსელის, KFC-ისა და სათამაშოების მწარმოებელ Pop Mart-ის ერთობლივი აქცია ჩინეთში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჩინელები საკვებ პროდუქტს სათამაშოების გამო ჭარბად ყიდულობენ და შემდეგ ყრიან.

ჩინურ Pop Mart-თან ერთად, ამერიკულმა ქსელმა, KFC-მა სარეკლამო კამპანია გასულ კვირას წამოიწყო. საკვების გარკვეული მენიუს შეძენის შემდეგ, მყიდველები Dimoo-ს თოჯინებით საჩუქრდებიან. Pop Mart ცნობილია თავისი იდუმალი ყუთებით და მომხმარებლებმა წინასწარ არ იციან, თუ რომელ თოჯინას მიიღებენ.

ჩინეთის მომხმარებელთა ასოციაციამ სარეკლამო კამპანია გააკრიტიკა. ასოციაციის განცხადებით, KFC „სათამაშოების საიდუმლო ყუთებს შეზღუდული რაოდენობით იყენებს, რომ მომხმარებლები აიძულოს, საკვები პროდუქტები არარაციონალური და გადაჭარბებული ოდენობით შეიძინონ, რაც სოციალურ ნორმებსა და კანონებს ეწინააღმდეგება.”

KFC China's Dimoo 'blind boxes' under fire as toy promotion fuels frenzy of  wastefulness, overspending | South China Morning Post

CCA-ს მაგალითიც მოჰყავს, თუ როგორ დახარჯა ერთ-ერთმა მყიდველმა 10 500 იუანი (1 600 დოლარი) ერთდროულად 100-ზე მეტი საკვები ნაკრების შესაძენად, რათა სათამაშოები მიეღო. ამასთან, ზოგიერთმა მომხმარებელმა, პოპულარული თოჯინების მიღების მიზნით, საკვები კომპლექტები სხვა ადამიანებისთვის შეიძინა, ზოგიც ყიდულობდა საკვებს და იქვე ყრიდა. ამდენად, CCA-მ ჩინელ მომხმარებელს KFC-ის აქციის ბოიკოტისკენ მოუწოდა.

KFC-მა პოპულარული აქცია ჩინეთში პირველი დაწესებულების გახსნიდან 35 წლის იუბილეს აღსანიშნავად წამოიწყო.

2020 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ სურსათის ნარჩენების წინააღმდეგ მასიური კამპანია გააჩაღა. პრეზიდენტ სი ძინპინმა გადაყრილი საკვების რაოდენობას „შოკისმომგვრელი და საგანგაშო” უწოდა.

წყარო : ლადო სულაბერიძე/ BPN

მსგავსი სიახლეები

„რუსული კოლას“ ბოთლზე ბალახი და ღვთისმშობლის ხატია გამოსახული

„რუსული კოლას“ ბოთლზე ბალახი და ღვთისმშობლის ხატია გამოსახული. მწარმოებელი მიიჩნევს, რომ სასმელი „ღვთიური“ იქნება და მის ასეთ ვიზუალს, ამ ფაქტორს მიაწერს. შეგახსენებთ, რომ უახლესი ინფორმაციით, „კოკა კოლა“ რუსული ბაზრის სრულად…

გასაუბრების 10 ტაქტიკა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას ქართულ ენაზე გამოსცემს. მისი ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეული სერიაა „მარტივად“, რომელიც ყველასთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოა. ამ დრომდე ამ სერიის ფარგლებში გამოიცა…

რუსეთი რეგულარი ტიპის ბენზინის უალტერნატივო მომწოდებელია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, დღესდღეობით რეგულარი ტიპის ბენზინის იმპორტის მიმართულებით რუსეთი უალტერნატივოა. მისი თქმით, არსებულ რეალობაში საქართველოში იმპორტირებული…

რა მიმართულებებზე გამოცხადდა ყველაზე მეტი ვაკანსია job.ge-ზე

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 33 703 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 101%- ით გაზრდილი…

რამდენ ლარად ივაჭრება Bloomberg-ზე ერთი დოლარი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.9211 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.9249 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 22 ივნისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა