დღის სიახლეებისასტუმროებიტურიზმი, დასვენება და გართობა

სასტუმროების ფასების ინდექსი აგვისტოში წლიურად 16%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, სასტუმროების ფასების ინდექსი აგვისტოში ივლისთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა. კერძოდ, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 1.5%-ით არის გაზრდილი.

 

თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი აჭარასა (6.5%) და შიდა ქართლშია (5.7%), ყველაზე ნაკლები, კი გურიაში (-4%).

 

2022 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 15.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 14.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 36.3%-ით გაიზარდა.

 

წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო აჭარასა (27.6%) და კახეთში (19%), ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (3.9%). აგვისტოში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 182 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 284 ლარია. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა აგვისტოში 122 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროს საშუალო ფასი, აგვისტოში, 510 ლარია.

 

წყარო : bm.ge

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!