დღის სიახლეებისიახლეები

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემა დაინერგება

0
გაზიარება

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და “საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვას ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

საერთაშორისო კვლევების თანახმად, პარამედიკოსი ეფექტურია ექიმთან შედარებით გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას, რადგან მას აქვს – შესაბამისი ფიზიკური უნარები, მოქმედებს დროის მოკლე პერიოდში პროტოკოლებით, სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით და საჭიროებისას დროულ ჰოსპიტალიზაციას ახდენს.პარამედიკოსის მომზადების პროგრამა სრულად ორიენტირებულია პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე – შესაბამისად, მას შეუძლია ექიმზე სწრაფად ამოიცნოს გადაუდებელი მდგომარეობა და დახმარების აღმოჩენის გზები სწორად განსაზღვროს.

საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, პარამედიკოსის კომპეტენციას ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს, ხოლო სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულის უფლებებს დაემატება შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, პარამედიკოსის პოზიციაზე საქმიანობის უფლება.

“პროგრამა განხორციელდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში დამატებითი ხარჯების გამოყოფის გარეშე. დღეის მდგომარეობით, ცენტრი ყოველდღიურად ემსახურება საქართველოს მოსახლეობას 317 სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა (საკურორტო სეზონის პერიოდში ხდება დამატებით რაოდენობის ზრდა) და 19 რეფერალური დახმარების ბრიგადების მეშვეობით. გამოძახებების საშუალო რაოდენობა 24 საათში შეადგენს 3500-ს. მოსახლეობისათვის ზემოთ აღნიშნული მომსახურების ხარისხიანი და ოპერატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად, ცენტრს ესაჭიროება მნიშვნელოვანი საკადრო გამოწვევების გადაჭრა, როგორიცაა პროფესიონალი კადრების გადინება, ქვეყნის მასშტაბით ცენტრში შექმნილი საკადრო დეფიციტი, ზოგიერთ შემთხვევაში, პერსონალის მაღალი ასაკი და შესაბამისად გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო შესაბამისი ფიზიკური უნარების არარსებობა და ა.შ. ამ რეალობის გათვალისწინებით, პროექტი მოიაზრებს 3000 პარამედიკოსის მომზადებას, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ დღეის მდგომარეობით, საკადრო დეფიციტის რაოდენობა არის – 3000. ყოველწლიურად იგეგმება 100-110 პარამედიკოსის გადამზადება, რაც წარმოადგენს ყოველწლიური საკადრო გადინების და არსებული ვაკანსიების შევსების მინიმალურ საჭიროებას და ამ რაოდენობის კონტიგენტის გადამზადება მოიცავს მრავალწლიან პერიოდს. მხოლოდ საკადრო გადინება ცენტრს აქვს 2020 წელს – 108, 2021 წელს – 87, ხოლო 2022 წელს – 69. ამას ემატება არსებული ვაკანსიების შევსება. თითოეული პირის მომზადების ხარჯი 1600 ლარს შეადგენს. გადამზადების ხარჯი იქნება 160 000-176 000 ლარი ყოველწლიურად. სამიზნე რაოდენობის მიღებამდე ყოველწლიური ხარჯი იქნება ზემოთ აღნიშნული ოდენობა. მომზადებისთვის საჭირო დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ”, – აღნიშნულის კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!