დღის სიახლეებისიახლეები

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება

0
გაზიარება

კანონის პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, ეს გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ კი, ეს ქმედება გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას – 600 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას – გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ ეთანხმება გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გაზომვის შედეგებს და ალტერნატიული გაზომვის ჩატარებას ითხოვს, უფლებამოსილი იქნება, სატრანსპორტო საშუალება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის თანდასწრებით, დაუყოვნებლივ ინსპექტირების ცენტრში გადაიყვანოს, სადაც სატრანსპორტო საშუალებას კანონმდებლობით დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდება. აღნიშნულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგის (გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა რაოდენობის) მიხედვით.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდება, ვალდებული იქნება, სახდელის შეფარდებიდან 30 დღეში უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის, დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მძღოლი კვლავ დაჯარიმდება.

“პირველი ეტაპისათვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო გამზომი აპარატურით და შესაბამისი მოწყობილობებით, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის განსახორციელებლად. პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შერჩეული იქნება რამდენიმე დასახლება – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ა.შ. სადაც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის მეტი საჭიროება არსებობს და ათი ეკიპაჟი განაწილდება ამ დასახლებებში”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურება 300 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!