საინტერესო სიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

საუკუნეების წინ ჩაძირულ ესპანურ გემზე, 17 მილიარდი დოლარის განძი აღმოაჩინეს

0
გაზიარება

კოლუმბიის არმიამ გამოაქვეყნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გემის ჩაძირვის სურათები, რომლის ადგილმდებარეობა უცნობი იყო თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში და კონკრეტული მდებარეობა დღემდე არ საჯაროვდება.

ესპანური გემი დატვირთული იყო საგანძურით, როდესაც ის ჩაძირეს ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის გემებმა 1708 წელს ესპანეთის ომის დროს. ​გემს ბორტზე დაახლოებით 600 ადამიანით, გადაჰქონდა მინიმუმ 200 ტონა საგანძური, მათ შორის ოქროსა და ვერცხლის მონეტები და ზურმუხტი, რომლის ღირებულებაა 17 მილიარდ დოლარამდეა დღევანდელი ფასებით.

სურათებმა გამოავლინა ბევრი ახლადაღმოჩენილი საგანძური, მათ შორის ჩინური კერამიკა, ოქროს მონეტები, ხმლები და ქვემეხები.

გემის ნამსხვრევები აღმოაჩინეს კოლუმბიის საზღვაო ფლოტის ოფიციალურმა პირებმა 2015 წელს კარტახენას სანაპიროზე, მაგრამ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა საიდუმლო იყო. კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიდეო და სურათები გადაღებულია დისტანციურად მართული უახლესი ტექნიკით, რომელიც ეშვებოდა დაახლოებით 3280 ფუტის სიღრმეზე.

კოლუმბიამ განაცხადა, რომ ნამსხვრევები და მისი შიგთავსი მათი საკუთრებაა, ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა ხელი მოაწერა 2013 წელს წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის კანონს, რომელიც ამბობს, რომ კოლუმბიის წყლებში აღმოჩენილი არტეფაქტები სახელმწიფოს ეკუთვნის.

თუმცა, ესპანეთმა ასევე განაცხადა, რომ გემი მათია და არგუმენტად იუნესკოს კონვენცია მოიყვანა წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

""

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია ლუქს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი-Raimond Residence

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა თვალის კლინიკა – “ახალ მზერას” უმასპინძლა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გამართება, რომელსაც 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. სამიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

SGBA-ს ბიზნეს სამიტი 15 ოქტომბერს – როგორ დავძლიოთ სტერეოტიპები გაყიდვებში – ნანა აბურჯანიძე

15 ოქტომბერს SGBA-ს ორგანიზებით სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება საინტერესო და…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!