დღის სიახლეებისიახლეები

საწვავი შესაძლოა 15-20 თეთრით გაძვირდეს

0
გაზიარება

ბოლო რამდენიმე კვირაა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, ამ პირობებში საქართველოში რიგ გასამართ სადგურებზე ბენზინის ტიპის საწვავი გაძვირდა.

“სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელის ზაალ იაკობიძის თქმით, “იქიდან გამომდინარე, რომ რუსულ ბაზარზე ფასის მატება ფიქსირდება, ადგილობრივ ბაზარზე რუსეთიდან გაძვირებული საწვავი შემოვა. მოკლევადიან პერსპექტივაში ისევ ფასების მატება იქნება მოსალოდნელი. საცალო ბაზარზე, 1 ლიტრ ბენზინზე მატება შეიძლება 15-20 თეთრი შეიძლება იყოს”, – განაცხადა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი, გლობალური სავაჭრო ქსელის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის ბაზარზე ფასების ზრდასთან ერთად საწვავის დეფიციტიც შეინიშნება. შესაბამისად, იმის გამო რომ ამ ნაწილში საქართველო რუსეთიდან საწვავის იმპორტზეა დამოკიდებული ფასები გაიზარდა. მისივე თქმით, განსხვავებული მდგომარეობაა დიზელის შემთხვევაში, სადაც ფასთან მიმართებით პოზიტიური მოლოდინებია.

“დიზელის საწვავის შემთხვევაში საპირისპირო პროცესი გვქონდა – ფასები ბოლო თვეების განმალობაში ამ პრიდუქტზე შეუქცევადად მცირდება. ეს იმიტომ რომ რუსეთიდან დიზელის მოწოდების პრობლემა არ არსებობს ბაზარი გადაჯერებულია დღეს რუსული დიზელით, ევრო 5-ის შესაბამისით. ყოველ შემთხვევაში ამ პროდუქტთან მიმართებით ის, რომ რაღაც ცვლილებები იქნება ფასთან დაკავშირებით არ არის,”-ამბობს გლობალური სავაჭრო ქსელის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება 2.33-2.37 ლარამდე მერყეობს. პრემიუმის ღირებულება 2.69-2.71 ლარამდეა. ხოლო დიზელის ფასი 2.99-3.14 ლარამდე მერყეობს.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!