სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი საბერძნეთთან 2024 წლის იანვარში 1341%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საბერძნეთში 5.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების პროდუქცია გავიტანეთ, მაშინ, როცა 2023 წლის იანვარში მაჩვენებელი 353.6 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
2024 წლის იანვარში ადგილობრივ ექსპორტზე საბერძნეთში გავიდა:
- მინერალური პროდუქტები – 4,344 მლნ აშშ დოლარი;
- მერქანი, მერქნის და ჩალის ნაწარმი – 617.1 ათასი აშშ დოლარი;
- კვების მზა პროდუქტები; სასმელები; თამბაქო – 126 ათასი აშშ დოლარი;
- ტექსტილის მასალები და ნაწარმი -8 100 აშშ დოლარი.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარში საბერძნეთი უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის, სადაც ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა, ათეულში მე-8 ადგილს იკავებდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ნაწილში მისი წილი 3.2% იყო.
2024 წლის იანვარში საქართველოში საბერძნეთიდან შემოვიდა 7,946 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ძირითადად ვიყიდეთ შემდეგი სახის პროდუქტები:
- მინერალური პროდუქტები – 4,460 მლნ აშშ დოლარი;
- ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქცია – 2,354 მლნ აშშ დოლარი;
- კვების მზა პროდუქტები; სასმელები; თამბაქო – 290 ათასი აშშ დოლარი;
- არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი – 247 ათასი აშშ დოლარი;
- პლასტმასები, რეზინი და მათი ნაწარმი – 207 ათასი აშშ დოლარი;
- სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები – 117 ათასი აშშ დოლარი.