დღის სიახლეებისიახლეები

საბერძნეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 1341%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი საბერძნეთთან 2024 წლის იანვარში 1341%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საბერძნეთში 5.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების პროდუქცია გავიტანეთ, მაშინ, როცა 2023 წლის იანვარში მაჩვენებელი 353.6 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

2024 წლის იანვარში ადგილობრივ ექსპორტზე საბერძნეთში გავიდა:

  • მინერალური პროდუქტები – 4,344 მლნ აშშ დოლარი;
  • მერქანი, მერქნის და ჩალის ნაწარმი – 617.1 ათასი აშშ დოლარი;
  • კვების მზა პროდუქტები; სასმელები; თამბაქო – 126 ათასი აშშ დოლარი;
  • ტექსტილის მასალები და ნაწარმი -8 100 აშშ დოლარი.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარში საბერძნეთი უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის, სადაც ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა, ათეულში მე-8 ადგილს იკავებდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ნაწილში მისი წილი 3.2% იყო.

2024 წლის იანვარში საქართველოში საბერძნეთიდან შემოვიდა 7,946 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ძირითადად ვიყიდეთ შემდეგი სახის პროდუქტები:

  • მინერალური პროდუქტები – 4,460 მლნ აშშ დოლარი;
  • ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქცია – 2,354 მლნ აშშ დოლარი;
  • კვების მზა პროდუქტები; სასმელები; თამბაქო – 290 ათასი აშშ დოლარი;
  • არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი – 247 ათასი აშშ დოლარი;
  • პლასტმასები, რეზინი და მათი ნაწარმი – 207 ათასი აშშ დოლარი;
  • სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები – 117 ათასი აშშ დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!