დღის სიახლეებისიახლეები

სესხის გამცემმა სუბიექტებმა 15,177 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

0
გაზიარება

2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 15,177 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კონსოლიდირებულ მონაცემებშია აღნიშნული.

წმინდა საპროცენტო შემოსავალმა ჯამში 17,840 მლნ ლარი შეადგინა; აქედან 9,988 მლნ ლარი წმინდა საკომისიო და მომსახურების მიხედვით სხვა შემოსავლებზე მოდის, 667,3 ათასი ლარი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავლებზე, ხოლო, 5,702 მლნ ლარი სხვა არასაპროცენტო შემოსავლებზე.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, არასაპროცენტო შემოსავლებმა ჯამში 16,685 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 12, 979 მლნ ლარი პერსონალის ხარჯებზე ნაწილდება, 1,896 მლნ ლარი იჯარის ხარჯზე, 5,595 მლნ ლარი სხვა არასაპროცენტო ხარჯებზე.              სესხის გამცემი სუბიექტების აქტივებმა 480,035 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალმა 179, 474 მლნ ლარი.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია

შვეიცარული ბანკის, UBS-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია. ფინანსური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2022 წელს მილიარდერების რაოდენობა 2 376 იყო,…

საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო…

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ წამლებს პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძენს

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. . კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და…

ნებართვის გარეშე ქიმიური ნივთიერებების იმპორტი და ტრანზიტი აიკრძალება

„ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების შესახებ“ კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რომლის მიღებაც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს,…

1 დეკემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7086 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0043 ლარით გამყარდა. ევრო - 2.9583 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!