RSS კატეგორიაგანათლებადღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის პარტნიორია საერთაშორისო უნივერსიტეტი-Couching-UP University

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2023-ის პარტნიორია – საერთაშორისო უნივერსიტეტი-Couching-UP University

ქოუჩინგი საშუალებას აძლევს ადამიანებს განსაზღვრონ თავიანთი მიზნები და შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა მათ მისაღწევად. ქოუჩინგი, ასევე ადამიანებს ეხმარება განავითარონ ლიდერული თვისებები, ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძიების სტიმულირებით, პერსპექტივების გაფართოებითა და შემზღუდველი რწმენების გამკლავებით.

“ქოუჩინგი ჩემთვის არის მუდმივი განვითარების გზა, პიროვნული და პროფესიული ზრდისა და საკუთარი თავის პოვნის შესაძლებლობა.

ქოუჩინგის სწავლა შესაძლებელია რამდენიმე თვეში, ამ პროფესიის დაუფლებაში მხარდამჭერი ფაქტორებია ადამიანების სიყვარული, თანაგანცდის უნარი, სანდოობა, გულწრფელობა და პარტნიორული ურთიერთობა. ქოუჩობა პირველ რიგში არის საკუთარ თავთან ურთიერთობა – ღრმა კომუნიკაციაში ყოფნა და მხოლოდ ამის შემდეგ კლიენტებთან ურთიერთობა.”- მარიკა ხალიანი

Couching-UP University 

Coaching Up University არის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სერტიფიცირებით.

უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია, რაც წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ქოუჩინგის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.

ICF – (ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის) აკრედიტირებულმა Coaching Up University-მა უკვე მეოთხე ნაკადი მიიღო პროგრამაზე: საერთაშორისო დონის პროფესიონალი ქოუჩი.

სწავლებას გადიან, როგორც პირისპირ, სასწავლო სივრცეში დასწრებით, ასევე დისტანციურად როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ამერიკიდან ჩართული სტუდენტები.

ქოჩინგი არის პიროვნული და პროფესიული ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ხელსაწყო, შესაბამისად ჩვენს სტუდენტებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ქოუჩინგი, როგორც ახალი პროფესიის დაუფლების საშუალება და ასევე, ადამიანები, რომლებსაც სურთ ქოუჩინგის გამოყენება როგორც პიროვნული ზრდისთვის, ასევე თავის პროფესიაში უნარების დასახვეწად, მაგალითად გაყიდვების ზრდისთვის, გუნდის შეკვრისთვის, ორგანიზაციაში ქოუჩინგური კულტურისა და  ქოუჩინგური მართვის სტილის დამკვიდრებისთვის.

Coaching Up University იძლევა შესაძლებლობას ნულიდან დაეუფლოთ ახალ პროფესიას და ორი საფეხურის გავლის შედეგად გახდეთ საერთაშორისო პროფესიონალი ქოუჩი.

2024 წელს Coaching Up University ბევრი სიახლის დაანონსება მოხდება

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!