დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის პარტნიორია თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ქართული კომპანია – ELMA

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

Business meeting 2023-ის პარტნიორია, თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი, ქართული კომპანია – ELMA

ELMA – რა ჭირდება ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

სურნელი, დახვეწილობა, სილამაზე, საჭიროება- სწორედ ამ შტრიხების ერთობლიობა ქმნის ELMA-ს პროდუქტებს და ხდის მას განსაკუთრებულს. თითოეული პროდუქტის შექმნა შემოქმედებითი პროცესი და ELMA-ს გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია.

„ყველაფერი დაიწყო კითხვით: რა ჭირდება ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში? რა არის ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი? რა შეიძლება იყოს ის, რაც შენს ბუნებრიობას გაუსვამს ხაზს?

2021 წელს დაიბადა იდეა საპნის წარმოებაზე. საპონი არის ის, რაც თითოეულ ადამიანს სჭირდება ყოველდღიურობაში. საპნის წარმოება იმდენად ფართო სფეროა, რომ შეგიძლია ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოარგო. ნებისმიერი კანის ტიპს.

პროდუქტებმა თავიდანვე დაიმსახურა დიდი ინტერესი და მოწონება საზოგადოებაში, რამაც მომცა სტიმული, რომ გამეზარდა წარმოება ქალისა და მამაკაცის ხაზზე.  საქართველოში დიდი კონკურენციაა ქალის თავის მოვლის საშუალებებზე, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ELMA-ს მამაკაცის ხაზი ერთ-ერთი უკონკურენტოა და მომხმარებელზე 100%-ით არის მორგებული“-  მაკო მახარობლიძე, კომპანია „ELMA”-ს დამფუძნებელი

ამ ეტაპზე კომპანია ELMA  აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ხაზის მიმართულებით 100-მდე დასახელების პროდუქტს. ესენია: სახის მოვლა, თმის მოვლა, ტანის მოვლა, მამაკაცის წვერის მოვლა, 100%-ით ნატურალური აქსესუარები, სასაჩუქრე ბოქსები  და სხვა.

„ვცდილობთ ვიყოთ ახლოს მომხმარებელთან და გავითვალისწინოთ მათი სურვილები, ეს ქმნის წარმატების გარანტიას მომსახურების ყველა სფეროში. ასევე გვაქვს სპეციალური შეთავაზებები კომპანიებისთვის, რაც კორპორატიულ შეკვეთებს გულისხმობს. გაიზარდა ცნობადობა,  ნდობა და ინტერესი მომხმარებლის მხრიდან. ამ ეტაპზე პროდუქტები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, როგორც სოციალურ ქსელში (FACEBOOK, INSTAGRAM, TikTok) ასევე რამოდენიმე სააფთიაქო ქსელში, ესთტიკურ ცენტრში, ონლაინ პლათფორმებზე. ჩემს სტიმულს წარმოადგენენ სწორედ ის კმაყოფილი მომხმარებლები, რომლებიც უკვე შემოუერთდნენ ჩვენს რიგებს და გახდნენ ჩვენი პროდუქტის აქტიური და ერთგული მომხმარებლები.

მოკლე დროში შევქმენი პროდუქტის ისეთი ვიზუალი, რომელიც არ ჩამოუვარდება მსოფლიო კოსმეტიკურ ბაზარზე არსებულ წარმატებულ და აღიარებულ ბრენდებს.

მთელი მსოფლიო გადართულია ბუნებრივი პროდუქტების შექმნაზე და იმ გზის ძებნაზე თუ როგორ გამოიყენოთ ბუნებრივი პროდუქტები ისე, რომ მივიღოთ სარგებელი და ბუნებასაც არ მივაყენოთ ზიანი. სწორედ ეს გზა ავირჩიე მეც. სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებულს და გამორჩეულს  ბუნებრივი (ორგანული) ინგრედიენტებით წარმოებულ პროდუქციას ზოგადი წარმოებისგან.   თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ELMA არის ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის საშუალებებს, რომლებიც მზადდემა 100%-ით ორგანული ინგრედიენტებისგან დიდი სიყვარულით თქვენთვის. გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვები“ – მაკო მახარობლიძე

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!