დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ხელით და დაზგაზე ნაქსოვი ტანსაცმლის ბრენდი – Anna J Jachvadze

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ხელით და დაზგაზე ნაქსოვი ტანსაცმლის ბრენდი – Anna J Jachvadze

ბრენდი “Anna J” უკვე მეათე წელია მომხმარებლებს ხელით და დაზგაზე ნაქსოვ ტანსაცმელს და აქსესუარებს სთავაზობს. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ქალბატონებისთის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის. ბრენდი ოთხივე სეზონის სამოსსა და აქსესუარს აერთიანებს, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

“Anna J”-ს მიზანია – განსხვავებული დიზაინისა, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნა და მომხმარებლისთვის მისაღებ ფასად მიწოდება. ბრენდი მუშაობს ექსკლუზიურ მოდელებსა და კორპორატიულ შეკვეთებზე.

“Anna J” მონაწილეობა მიიღო 2023 წელს ქ. სტამბოლში გამართულ ძაფების ფესტივალზე, სადაც პირველი წარმომადგენელი იყო საქართველოდან, რომელმაც შეხვედრები აწარმოა, როგორც თურქულ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ, ძაფის მწარმოებელ ქარხნებთან. ფესტივალზე შერჩეული იქნა საჭირო ძაფების მწარმოებელი ქარხნები, მათთან თანამშრომლობა “Anna J” პროდუქციას კიდევ უფრო მეტად კონკურენტულს და უპირატესს ხდის, ფასის თვალსაზრისით, რადგან ზაფების მარაგის შესყიდვა უშუალოდ მწარმოებლისგან ხდება.

ანა ჯაჭვაძე – ბრენდ „Anna J“ დამფუძნებელი და „სტუდიო 3.14“- ის თანადამფუძნებელი. ტექნიკური, ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად ანამ საკუთარი ჰობი აქცია ბიზნესად.

„როდესაც სასტუმრო-რესტორნებში შეფ კონდიტერად ვმუშაობდი, გზაში/ტრანსპორტში ვქსოვდი, დღის განმავლობაში 16-18 სთ ვმუშაობდი, ჩემი მიზნებისთვის და მათი მოკლე დროში განხორციელებისთვის. წარმატებისთვის ვთვლი, შრომისმოყვარეობა აუცილებელია, საყვარელი საქმე სიამოვნებით უნდა აკეთო და არა მხოლოდ ფინანსების გამო. ბიზნეს თავისი წესები აქვს, აქ პრიორიტეტული აქტიურობა, სისტემატიურად განვითარება, ცნობადობა და რაც მთავარია მადლიერებაა.

საკონტაქტო ინფორმაცია :  574 14 16 70

ელ. მისამართი : [email protected]

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!