დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ხელნაკეთი ბელგიური შოკოლადების კომპანია – Marishka’s Sweets

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ხელნაკეთი ბელგიური შოკოლადების კომპანია – Marishka’s Sweets

2021 წელს “Marishka’s Sweets” ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი ბელგიური შოკოლადების კომპანია გამოჩნდა, რომელიც ხარისხიან, კრეატიულ და თემატურ პროდუქციას აწარმოებს. კომპანიის უმთავრესი მიზანია, ყველა ტკბილეულის მოყვარულს, უმაღლესი ხარისხის ბელგიური შოკოლადებით ბედნიერება მიანიჭოს, გააოცოს და შთააგონოს ახალი, საინტერესო გემოებით .

„ჩემი კომპანია “Marishka’s Sweets” დასტურია ჩემი შოკოლადისადმი სიყვარულის. საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში განვავითარე და შემდგომში რეალურად ვაქციე ჩემი შოკოლადების დიზაინის საინტერესო სამყარო.

კომპანია  Marishka’s Sweets შექმნის დღიდან აქტიურად ვთანამშრომლობ ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაციის მიერ მოწყობილ კულტურულ ღონისძიებებში, ჯგუფურ გამოფენასა და გაყიდვებში, ასევე ვიღებ მონაწილეობებს, როგორც თბილისის ასევე რეგიონებში დაგეგმილ ფესტივალებში. კომპანია სეზონურად მუშაობს, განსაკუთრებით ვემზადებით საახალწლო, სააღდგომო, დედის დღისა და სარვამარტო  დღესასწაულებისთვის. გვაქვს აგრეთვე საქორწინო და საიუბილეო, ფერადი ყვავილების შოკოლადის თაიგულები, რომელიც მომხმარებლებში დიდ მოწონებით სარგებლობს. ჩვენი მიზანია სამომავლოდ კომპანიის გაზრდა, უმაღლესი ხარისხის შენარჩუნება და შოკოლადის კიდევ უფრო მრავალფეროვანი დიზაინის შემუშავება“ – მარიამ ჯოხაძე, კომპანია “Marishka’s Sweets”-ის დამფუძნებელი

მის: ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალი, 25-ე კორპუსი, ბინა 119

ტელ :  599 435 060

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!