დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, სამხატვრო სკოლა სახელოსნო – არტ კერა

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, სამხატვრო სკოლა სახელოსნო – არტ კერა

სამხატვრო სკოლა სახელოსნო „არტ კერა“ მოიცავს ხატვას, ფერწერას, გრაფიკას, დეკორატიული ნივთების, ხატების შექმნას და ა.შ ასევე ტარდება არტ თერაპიული გაკვეთილები მოწვეული სტუმრებისათვის.

სახელოსნოს მიზანია, საქართველოს საზღვრებს გარეთ ქვეყნის სახელით ორგანიზება გაუკეთოს გამოფენებს, ღონისძიებებსა და კულტურის დღეებს, სადაც თავს იყრიან ნიჭიერი ხელოვანები, თვითნასწავლი მხატვრები და შემოქმედი ადამიანები, რომლებსაც მხარში დგომა და პოპულარიზაცია სჭირდებათ.

„არტ კერას“ დამფუძნებელი დარეჯან ნოზაძეა, რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა თუ კონკურსებში.

„ ბავშვობიდან ხატვა ძალიან მიყვარდა და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობდი, წლების განმავლობაში ვასწავლიდი რუსთავის სამხატვრო სკოლაში.

სამხატვრო სკოლა სახელოსნო „არტ კერას“ შექმნის ისტორია უკავშირდება სამების ტაძრისთვის სახარების მოხატვას, შეიძლება ითქვას, რომ „არტ კერის“ შექმნის გადაწყვეტილება, სწორედ აქედან დაიწყო.

პატრიარქთან შეხვედრის დროს, უწმინდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, რომ საქართველოში ამ მხრივ, ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩვენი მომავალი თაობების აღზრდასა და მათ ხელოვანებად ჩამოყალიბებაში მიმეღო მონაწილეობა და ჩემი წვლილი შემეტანა, ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სკოლა სახელოსნო „არტ კერა“, სადაც აღიზარდა უამრავი თაობა. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას, გამოფენებში საქართველოს მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ. მაქვს წარმატებით განხორციელებული 40-მდე იდეა, კონკურსები და სხვადასხვა თემატური პროექტები. მათგან ნაწილი უკვე შესრულებულია და ნაწილზე მიმდინარეობს მუშაობა, ერთ-ერთი პროექტი ქ. რუსთავის მუნიციპალურ მერიასთან ერთად ხორციელდება.

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სამხატვრო სახელოსნო „არტ კერა“ ყველანაირად უწყობს ხელს ამ მიმართულებით თაობათა აღზრდას. „არტ კერის“ სამომავლო გეგმები, რაღა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის და ქალაქის კულტურული დონის ამაღლებას უკავშირდება „-დარეჯან ნოზაძე, სამხატვრო სკოლა სახელოსნო „არტ კერა“-ს დამფუძნებელი

მის : ქ.რუსთავი მეგობრობის #8

ტელ : 574 71 11 16

ელ. მისამართი : [email protected]

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!