დიზაინიდღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ბრენდი – Soteri

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ბრენდი – Soteri

თბილისში მდებარე მოდის, დიზაინისა და წარმოების სახლი, “SOTERI’ 2022 წელს დაარსდა სოფიო ანდღულაძისა და იენ კარვერის მიერ. ორი მეგობრის საერთო ხედვამ და მისწრაფებებმა, როგორ ხელოვნების საკითხებში, ასევე საქმეში, დაბადა ბრენდის შექმნის იდეა. მიზანი იყო, ისეთი ქართული წარმოების შექმნა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე გავიდოდა და შეძლებდა ქვეყანა ესახელებინა

ყველაფერი ატელიეთი და ინდივიდუალური კერვით დაიწყო. ვეძებდით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ხედვებსა და ღირებულებებს იზიარებდნენ, იცოდნენ თუ რა არის Bespoke tailoring და Haute couturie. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, სოფიოს დედა, 40 წლიანი გამოცდილების მქონე ოსტატი, მოდელიორ-კონსტრუქტორი. ის თავის ოჯახურ ტრადიციას ერთგულად მიჰყვებოდა, ხოლო მისმა შვილმა განავითარა ეს საქმე, დედასთან ერთად და შეძლო ახალი ქართული სტანდარტებით წარმოების დაწყება. კომპანიის სახელზე, ლოგოზე და მთლიან ბრენდინგზე კი იენ კარვერმა იზრუნა.

კონპანია “სოტერი” კლასიკაზე დაფუძნებული მამაკაცისა და ქალის სამოსის სრულ სპექტრს გთავაზობთ, რასაც სამომავლოდ ფეხსაცმელი, ჩანთა და სხვა აქსესუარები დაემატება. გარდა იმისა, რომ მომხმარებელს საკუთარ პროდუქტს ვთავაზობთ, გვაქვს ინდივიდუალური კერვის სერვისიც. სოტერის სამკერვალო ლაბორატორიაში მოიპოვება მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოტანილი ქსოვილების და აქსესუარების ფართო არჩევანი.

კომპანიას გააჩნია 4 მიმართულება: წარმოება, ინდივიდუალური კერვა, B2B კორპორატიული კერვა დაკვეთით, თარგების დამზადება (ლაბორატორიული მომსახურეობა) Consulting & developing, განათლება-პროფესიული გადამზადების ტრენინგები.

კომპანია „SOTERI“ თანამშრომლობს უნარების სააგენტოსთან, პროფსასწავლებლებთან, სამხატვრო აკადემიასთან და განათლების სამინისტროსთან. გენერალური დირექტორი, სოფიო ანდღულაძე, გახდა დარგობრივი ექსპერტი. ჩვენი მიზანი 2024 წელს, ექსპორტზე გასვლა და საწარმოს გაფართოებაა. ბრენდი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს სერთაშორისო გამოფენებში და უკვე პირველ საექსპორტო კოლექციას ამზადებს.

“SOTERI” არის ახალი ქართული საერთაშორისო დონის ხარისხი. საუკუნო დეკადასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული კლასიკური სტილის თანამედროვე შტრიხებთან ჰარმონიული თანხვედრა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ტექსტილისა და დახვეწილი თარგის ხარჯზე ელეგანტურობისა და კომფორტის შერწყმას.

მის: ქ.თბილისი ა.წერეთლის გამზირი 49-51-51ა მოდის სახლის “SOTERI” შოურუმი/წარმოება.

საკონტაქტო: [email protected] +995597727700, +995599063657.

soteri.ge

 

 

 

Created with RNI Films app. Profile ‘Fuji FP 100C v.

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!