დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, სამშენებლო კომპანია – ალფა სახლი

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, სამშენებლო კომპანია – ალფა სახლი

სამშენებლო კომპანია „ალფა სახლი“, რომელიც ამ სახელწოდებით 2018 წლიდან პოზიციონირებს, სამშენებლო ბაზარზე ჯერ კიდევ 2004 წელს, „ალფა რეზიდენსის“ სახელით გამოჩნდა. ამ წლების განმავლობაში კომპანიას არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომლებიც გამორჩეულია მაღალი ხარისხით, უსაფრთხოებით, კომფორტითა და დახვეწილი დიზაინით.

„ალფა სახლისთვის“, როგორც ბრენდისთვის, მხოლოდ კომპანიის სახელი, ლოგო ან  ვიზუალური მხარე საკმარისი არ არის და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიას, ხარისხს, საიმედოობას, სტაბილურობას, სამუშაოების დათქმულ ვადაში შესრულებას. გარდა ამისა, კომპანიისთვის ყველაზე მთავარია მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინება და მათზე ზრუნვა, რაც გამოიხატება მათთვის ინდივიდუალური პირობების შეთავაზებით, როგორიცაა გადახდის მოქნილი გრაფიკი, შესახლების პროცესში დახმარება, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და სხვა. სწორედ ეს სტანდარტები გამოარჩევს „ალფა სახლს“ სხვა  კომპანიებისგან.

კომპანია არ წყვეტს განვითარებას და მუდმივად ისწრაფვის იყოს ლიდერი კონკურენციულ ბაზარზე, სრულად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები და ამით გაამართლოს მათი ნდობა. კომპანიის პოლიტიკა ხარისხის სფეროში მიმართულია სამშენებლო სამუშაოების მუდმივი გაუმჯობესებისაკენ, რითაც ის ამყარებს თავის პოზიციას ბაზარზე.

„ალფა სახლი“  თავის ვალდებულებად თვლის: შეუსაბამოს სამუშაოები მოქმედ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს, მუდმივად გააუმჯობესოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობა, პერიოდულად შეამოწმოს მიმწოდებლისა და მიწოდებული რესურსების ხარისხი, მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს მომხმარებლებთან, რათა სათანადოდ შეისწავლოს მათი სურვილები და გაამართლოს მათი მოლოდინი, პროექტის შესრულებისას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს ნებისმიერ საკითხზე, მუდმივად ჰყავდეს კვალიფიციური პერსონალი ახალი პროექტების შესასრულებლად, იზრუნოს მათი პროფესიონალიზმისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა.

ამ ეტაპზე „ალფა სახლმა“ უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტზე მუშაობა წამოიწყო და მას „სხვა უბანი” დაარქვა. „სხვა უბანი“ არა მხოლოდ დიდი დიღმისთვის, არამედ მთლიანად ქალაქისთვისაც ახალი გამოწვევაა. სახელწოდება ჩანაფიქრს ამართლებს, რადგან პროექტის მიზანი დიდ დიღომში 16 ჰექტარის ათვისებას და მასზე მინიუბნის გაშენებას გულისხმობს. ფაქტობრივად, ეს იქნება „უბანი უბანში”, სადაც 14, 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გარდა, აშენდება საბავშვო ბაღი, სკოლა, საოფისე და კომერციული ფართები, აფთიაქი, სუპერმარკეტი, 4 სპორტული მოედანი, სკვერი და სხვა. საერთო ჯამში, რეკრეაციულ ზონას 6 ჰექტარი დაეთმობა. ეს მასშტაბური პროექტი, თავისი ინფრასტრუქტურით, ნამდვილად მისცემს მობინადრეებს იმ ყველაფერს, რასაც თანამედროვე ადამიანები საცხოვრებელი კომპლექსისგან ელოდებიან.

„ალფა სახლი“ ყიდის ემოციას და არა კვადრატულ მეტრებს!

მის : თბილისი, წერეთლის 117ა

ტელ : 245 17 17 ; 514 10 70 70 ; *7171

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!