დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, გლემპინგ კოტეჯი – ნანოლენდი

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, გლემპინგ კოტეჯი – ნანოლენდი

ნანოლენდი -ეს არის მყუდრო, რომანტიკული და კომფორტული გარემო ულამაზეს დუშეთში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს, საოცარი ხედებით და დამსვენებლისთვის შექმნილი ყველა პირობით.

ნანოლენდის“ დამფუძნებელი დუშეთში დაბადებული და გაზრდილი ნანიკო კელიხაშვილია, რომლის  უდიდესი სურვილია, რომ დუშეთის სილამაზე ბევრმა ადამიანმა ნახოს და დატკბეს მისი ხედებით.

ჩემი ინსპირაციის წყარო იყო, აჭარაში და რაჭაჩი ნანახი გლემპინგ კოტეჯები, დავინახე თუ არა იმ წამსვე გავიფიქრე – დუშეთს როგორ მოუხდებოდა-თქო. მოგეხსენებათ ჩვენი მხარე ლამაზი ხედებითა და სუფთა ჰაერით გამოირჩევა, ძალიან მომინდა ეს სილამაზე უფრო მეტ ტურისტს ან ადგილობრივს ენახა და უკეთ გაეცნო დუშეთი. ასე გაჩნდა გლემპინგი ჩემს წარმოსახვაში, რამდენიმე ხანში კი ოჯახის დახმარებით ოცნება ავიხდინე და დუშეთში პირველი გლემპინგ კოტეჯი დავდგი, რომელსაც ნანოლენდი დავარქვი.

NanoLand  ჩემთვის ყველაფერია, მასში დიდი შრომა ჩავდე და საკუთარი შვილივით მიყვარს. ეს არის კომფორტული დასვენება კარავში, სადაც დაგხვდებათ ყავა, ჩაი, ტკბილეული და ჩემივე ხელით დამზადებული უგემრიელესი მურაბა და ჯემები. კოტეჯს აქვს კარვისებური გადახურვის სისტემა, მინის სამზარეულო ტოსტერით და მაცივრით. ეზოში გვაქვს საქანელა, მაყალი…

გლემპინგის სერვისით ძირითადად წყვილები სარგებლობდნენ, თუმცა საჭირო გახდა მეგობრული თავშეყრებისთვის ისეთი კოტეჯის შეთავაზება, რომელშიც რამდენიმე ადამიანის განთავსება იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად დავამატეთ ახალ კოტეჯი, რომელშიც 4-5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. გლემფინგსა და კოტეჯს იზოლირებული ეზოები აქვთ, რაც მათ სიმყუდროვეს განაპირობებს

მიმდინარე წელს, კიდევ ერთი ახალი კოტეჯების დამატება იგეგმება, რომელიც განსხვავებული დიზაინის იქნება. ასე, რომ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ ბუნებისა და სიმშვიდის მოყვარულებს” – ნანიკო კელიხაშვილი

 

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!