დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, პაბ რესტორანი – ცენტრალ პაბ (CENTRAL PUB)

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, პაბ რესტორანი – ცენტრალ პაბ (CENTRAL PUB)

2023 წლის 8 დეკემბერს, 21 წლიანი გამოცდილების და წარმატებული მოღვაწეობის ფონზე, ,,კაფე შანზელიზე” განხორციელდა რებრენდინგი და შედეგად პაბ რესტორანი-,,ცენტრალ პაბ’’(CENTRAL PUB) შეიქმნა, რომელიც თავისი შინაარსით ამ ეტაპზე ქ. გორში ერთადერთი გასტრო სივრცეა, სადაც მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა დიდ მონიტორებზე, საუკეთესო ხარისხით თვალი ადევნონ ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებას და უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს, ამის პარალელურად დააგემოვნონ შეფის მიერ მომზადებული ქართულ-ევროპული კერძები-ექსკლუზიურ, საფირმო ლუდთან ერთად.

„ცენტრალ პაბ“ – ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული გასტრო სივრცე, ჩვენი მიზანი იყო შეგვეცვალა და დაგვეხვეწა ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნებოდა მომხმარებლის მოთხოვნაზე, რაც წარმატებული ბიზნესის თვალსაზრისით, კიდევ ერთი სწორი წინ გადადგმული ნაბიჯია.

შევქმენით ყველა ტიპის მომხმარებელზე გათვლილი სივრცე. კერძოდ, ობიექტზე განთავსებულია: ლაუნჯი, გარე-კაფის სივრცე, კუპეები და უშუალოდ დარბაზი, სადაც დღის ნებისმიერ დროს, თბილ, მშვიდ და კომფორტულ გარემოში დაგხვდებათ უგემრიელესი კერძები, რომლებიც თქვენი თანდასწრებით მომზადდება.

რა თქმა უნდა მუსიკალურ მხარეზეც ვიზრუნეთ, შესაბამისად ყოველდღიური განსხვავებული მუსიკის გარდა, ფორტეპიანოს, ვიოლინოს საღამოებსა და ცოცხალ მუსიკას შევთავაზებთ პაბის მოყვარულებს“ – გიორგი დალაქიშვილი, „ცენტრალ პაბ“-ის დამფუძნებელი

 

ქ. გორის ცენტრში მდებარე „ცენტრალ პაბ“ მომხმარებლებს მიტანის სერვისსაც სთავაზობს და მომავალში ბევრ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება

 

მის:  ქ.გორი სტალინის ქ.N13

ტელ: 555 11 88 30

ელ. მისამართი:  [email protected]

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!