დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის მხარდამჭერია, ინოვაციური და ტექნოლოგიური სარეკლამო კომპანია – HomeDoor

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის მხარდამჭერია ინოვაციური და ტექნოლოგიური სარეკლამო კომპანია -HomeDoor

„ჰოუმ-დორი“ არის ინოვაციური და ტექნოლოგიური სარეკლამო კომპანია, რომელიც სამოსახლო მაღალსართულიანი კორპუსების ლიფტებში სარეკლამო მონიტორების საშუალებით რეკლამირებას უზრუნველყოფს. იდეის მთავარი მიზანია, კორპუსის მაცხოვრებლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენა და კომპანიებისთვის მარტივი, კომფორტული და მულტიფუნქციური სარეკლამო პროდუქტის შეთავაზება, საიდანაც კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა მარტივად მიაწოდონ მათთვის სასარგებლო ინფორმაცია პოტენციურ მომხმარებლებს.

სამი წლის განმავლობაში „ჰოუმ-დორის“ გუნდმა შეისწავლა სეგმენტი და აწარმოა სტატისტიკა, ხოლო 2023 წლიდან სისტემის აწყობა დაიწყო, რაც გულისხმობს დისტანციურად სარეკლამო მონიტორების მართვას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი კონტენტის განთავსების შესაძლებლობით. სისტემა 6 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში მუშაობდა, ხოლო 2024 წლის იანვრის თვეში 100 მონიტორის დამონტაჟება განხორციელდა.

იდეის ავტორები:

  • გიორგი გაბედავა – გენერალური დირექტორი
  • ლევანი მამულაშვილი – გენერალური მენეჯერი
  • გიორგი ფანჯიკიძე – კომერციული დირექტორი

პარტნიორი ინვესტორი:

  • პაატა სალია – მთავარი იურისტი

ინოვაციური სარეკლამო პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც კერძო კომპანიებისთვის, ასევე საჯარო დაწესებულებებისთვის, მათ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი რეკლამა „ჰოუმ-დორის“ სარეკლამო მონიტორებში განათავსონ, რომლებიც დამონტაჟებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში.

ჰოუმდორის უპირატესობებია:

  • ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად ეფექტური შედეგის მიღება;
  • სარეკლამო მასალაზე პოტენციური მომხმარებლის სრული კონცენტრაცია;
  • მოსახლეობის კეთილგანწყობა კომპანიების მიმართ, ვინაიდან იღებენ საიჯარო შემოსავალს;
  • კონკრეტული აქციის ჩქარი და მასშტაბური გავრცელება, სეგმენტირების საშუალება;
  • თვის განმავლობაში რეკლამის კონტენტის ცვლის შესაძლებლობა.

„ჰოუმდორის“მიზანია თბილისსა და ბათუმში ყველა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ათვისება და მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში 3000 და ბათუმში 2000 სარეკლამო მონიტორის დამონტაჟება.

მის: ქ. თბილისი ადამ მიცკევიჩის 29 ა

ელ. მისამართი: [email protected]

ტელ: 577 106 707; 574 370 473; 595 78 22 00

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!