დღის სიახლეებიკვებამეღვინეობაპარტნირებირეპორტაჟებისაინტერესო სიახლეები

შატო დე ვერე – საოცარი კერძები, განსაკუთრებული ინტერიერი და მრავალფეროვანი სივრცეები ერთ დიდ თავგადასავალს ქმნის

0
გაზიარება

თბილისიდან რამდენიმე წუთში, კოჯრისკენ მიმავალ გზაზე, შინდისში გამორიცხულია თქვენი ყურადღება არ მიიქციოს განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე კომპლექსმა „შატო დე ვერემ“

ყველაფერი მარტივი გენიალურია… სწორედ ამ გამონათქვამს ადასტურებს “Chateau De Vere • შატო დე ვერე“ს კერძები, ხოლო ულამაზესი კომპლექსი, თავისი გამწვანებული მდელოებითა და ხედებით, თქვენს ნებისმიერ ღონისძიებას დაუვიწყარს გახდის!

„დამფუძნებლებს გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებდნენ გემოვნებიანად და ხარისხიანად დასვენებას, ისე რომ ამისთვის აუცილებელი არ იქნებოდა ქალაქიდან რამდენიმე საათიანიმგზავრობა.  ჩვენი მთავარი იდეა, იყო, რომ  შატოში ამოსულ სტუმრებს დახვედროდათ ზღაპრული გარემო, უგემრიელესი კერძებით, მზრუნველი პერსონალით და გემოვნებიანი მუსიკით, სადაც თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობდნენ.  შატოს მდებარეობა იძლევა იმ საშუალებას, რომ ფაქტიურად თბილისშივე, შეგიძლიათ მოწყდეთ ქალაქის ხმაურს და  აღმოჩნდეთ სუფთა ჰაერზე ულამაზეს ბუნებაში საოცარი ხედებით.

 ჩვენთვის ასევე უმნიშვნელოვანესი იყო, რომ კერძები ყოფილიყო ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქში, ამისათვის 5 სხვადასხვა ტიპის რესტორანი გავაკეთეთ, სადაც სტუმართმოყვარე ადამიანებისგან შემდგარი გუნდის მეშვეობით თითოეული სტუმარი თავს განსაკუთრებულად იგრძნობს.

„შატო დე ვერე“ მრავალფეროვანი სივრცეებითაც გამოირჩევა, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებს ვმასპინძლობთ, იქნება ეს ქორწილი, ნიშნობა, ნათლობა, კონცერტები, კორპორატიული საღამოები, კონფერენციები  და ა.შ. “შატო დე ვერეს“ კომპლექსი ზუსტად ის ადგილია, სადაც თქვენ შეძლებთ ულამაზეს გარემოში უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას და განწყობის ამაღლებას! „ –  ეკა ცინცაძე, “Chateau De Vere • შატო დე ვერე”ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

შატო ღვინის გარეშე არ არსებობს, შესაბამისად „შატო დე ვერეს“ კომპლექსში ფუნქციონირებს  ღვინის მაღაზია, სადაც ნებისმიერ სტუმარს შეუძლია შეიძინოს როგორც საფირმო ღვინო „არტ ანა“ 2019 წლის კოლექციიდან, ასევე ბიო და ბიოდინამური, ოჯახური მარნებისა და ინდუსტრიული წარმოების ღვინოები საქართველოს თითქმის ყველა მარნიდან, განსაკუთრებულ ფასად.

წლის ბოლოს „შატო დე ვერე“ კიდევ დამატებით მომსახურებას შესთავაზებს სტუმრებს, კომპლექსში გაიხსნება ბუტიკის ტიპის სასტუმრო და ახალი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სასტუმროს მომსახურებით. მომავალი წლისთვის კი, დაგეგმილია ღია და დახურული გადაკიდული აუზების მოწყობა საოცარი ხედებით და გამორჩეული ინფრასტრუქტურით.

 

 

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ლითონის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია – K Group

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

შატო ზეგაანის ღვინის აღიარება პარიზში

პარიზში გამართულ გასტრომეღვინეობის ოსკარის ცემეონიალზე, სადაც მოხვედრა ერთეულების ხვედრია იტალიური და ესპანური ღვინოების გვერდით ქართულმა ღვინომაც შეძლო ამ სივრცის დაპყრობა. ეს რთული გზა "შატო ზეგაანი"-ს საფერავმა…

შეიძინე საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები

გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და შეიძინე თეგეტა ჰოლდინგის საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები. Tegeta • თეგეტა ჰოლდინგი, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 მილიონ…

„ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის,“ – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) კვლევის მიხედვით „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის". „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რესტორანი – ამირანი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!