წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

შატო ზეგაანი

0
გაზიარება

ღვინის ქარხანა „შატო ზეგაანი“ გურჯაანის რაიონის ზოფელ ზეგაანში მდებარეობს, რომელიც განლაგებულია მუკუზნის მიკროზონაში, რაც საქართველოს ტერუარებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამო. ვენახების განლაგება ჩრდილოეთ ფერდობზე, აფერხებს ზედმეტი ტენის დაგუბებას და ხელს უწყობს ვენახის ბუნებრივ ვენტილაციას.

20 ჰა ვენახი – ეს არის ის მოცულობა, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ვაზის მოვლა ეკოლოგიური პრინციპების თანახმად. საგვარეულო ვენახებში საყრდენები დამზადებულია მუხისა და აკაციისგან. ვაზის ტოტების გასხლვა, ფოთლების გამეჩხერება და მოსავლის დაკრეფა კი მხოლოდ ხელით ხდება.

ვაზის მისამაგრებლად გამოიყენება სიმინდის ფოჩის ბოჭკოები, რათა თავიდან იქნას აცილებული მცირედი მექანიკური დაზიანებაც კი. აღსანიშნავია, რომ “შატო ზეგაანის” გუნდი არ იყენებს არც ინსექტიციდებს და არც პესტიციდებს და იყენებენ მხოლოდ ორგანულ სასუქებს.

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ქარხანაში მუშავდება ვაზის ორი სახეობა, წითელი საფერავი და თეთრი რქაწითელი. საუკეთესო ყურძნისგან, ორი განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით იქმნება შატო ზეგანის ოთხი სახეობის ღვინო . აღსანიშნავია, რომ შატო ზეგაანი – სამეღვინეო ადგილ-მამულია, რომელიც 1820 წელს, XIX საუკუნის დიდი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწის და ქართული კულტურული მეღვინეობის ფუძემდებლის, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ იქნა მოწყობილი. იგი მდებარეობს საქართველოს მეღვინეობის მთავარ კერაში – კახეთში და, დღესდღეობით, წარმოადგენს დიდ ისტორიულ, არქიტექტურულ და ისტორიოგრაფიულ ღირებულებას, აღნიშნულ რეგიონში მეღვინეობის განვითარების შესწავლის თვალსაზრისით. შატო ზეგაანი, ასევე ითვლება მეღვინეობის პროცესებზე საფრანგეთის ზეგავლენის მტკიცებულებად. ალექსანდრე ჭავჭავაძემ აღნიშნული მამული საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისის ფრანგული შატოს მსგავსად მოაწყო.

No photo description available.

მსგავსი სიახლეები

Fusion Sushi Tbilisi

უგემრიელესი აზიური კერძების მრავალფეროვანი არჩევანი Fusion Sushi Tbilisi-ში. View this post on Instagram A post shared by Fusion Sushi Tbilisi (@fusionsushitbilisi) მისამართი : თბილისი, პეკინის ქ. 37…

M S Aesthetic Centre

M S Aesthetic Centre - ლაზერული ეპილაცია ალექსანდრიტით და დიოდის სხივიანი აპარატით. მისამართი : რუსთავი, ლომოურის ქუჩა ნომერი : 598 82 23 23

Kyoto

დაიწყე კვირა გამორჩეულად Kyoto-სთან ერთად. დააგემოვნე და აღმოაჩინე ის გემო რომელსაც უკვე დიდიხანია ეძებ. "კიოტო" გთავაზობთ აზიური კერძების მრავალფეროვან არჩევანს. მისამართი :რუსთავი, ფიროსმანის ქ. 12 ნომერი : 557 55…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!