დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

სიცოცხლის ხანგრძლივობა ქვეყნების მიხედვით

0
გაზიარება

ქვეყნების განვითარების დონე სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით ფასდება. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი – სიცოცხლის ხანგრძლივობაა, რომელიც, ხშირად, ეკონომისტებისა და ფინანსისტების კვლევის მიღმა რჩება, არადა მას გავლენა აქვს, როგორც მთლიან შიდა პროდუქტზე, ასევე ერის ზოგად ბედნიერებაზე.
სამყაროს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება. თუ 1913 წელს, ადამიანი საშუალოდ 34 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 72 წლამდე გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ზოგადი ტრენდისგან განსხვავებული აღმოჩნდა 2020 და 2021 წლები, როცა პანდემიის გამო, მსოფლიოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 71 წლამდე შემცირდა. ამასთან, კვლავ შედარებით დაბალია ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში, რაც მათ შედარებით უფრო საფრთხისშემცველ საქმიანობაში ჩართულობასთან არის დაკავშირებული.

სამყაროს ტექნოლოგიურ განვითარებასთან და ბიუჯეტური მედიცინის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ადამიანის ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა, წლების გასვლასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში.

იმ ქვეყნების რეიტინგი, სადაც ადამიანები საშუალოდ ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ, შემდეგნაირად გამოიყურება:

ჰონგ-კონგი – 85 წელი;
მაკაო – 85 წელი;

იაპონია – 84 წელი;
ლიხტენშტაინი – 84 წელი;
შვეიცარია – 84 წელი;
სამხრეთ კორეა – 84 წელი;

ფარერის კუნძულები – 83 წელი;
სინგაპური – 83 წელი;
ავსტრალია – 83 წელი;
ესპანეთი – 83 წელი;
ნორვეგია – 83 წელი;
შვედეთი – 83 წელი;
ისლანდია – 83 წელი;
მალტა – 83 წელი;
იტალია – 83 წელი;
ლუქსემბურგი – 83 წელი;
კანადა – 83 წელი;
ისრაელი – 83 წელი;

საფრანგეთი – 82 წელი;
ახალი ზელანდია – 82 წელი;
კაიმანის კუნძულები – 82 წელი;
ირლანდია – 82 წელი;
ფინეთი – 82 წელი;
ბელგია – 82 წელი;

ნიდერლანდები – 81 წელი;
დანია – 81 წელი;
ავსტრია – 81 წელი;
ჩენელის კუნძულები – 81 წელი;
კვიპროსი – 81 წელი;
პორტუგალია – 81 წელი;
გერმანია – 81 წელი;
სლოვენია – 81 წელი;
გაერთიანებული სამეფო – 81 წელი;
მენის კუნძული – 81 წელი.

იმ ქვეყნების რეიტინგი, სადაც ადამიანები საშუალოდ ყველაზე ნაკლებს ცოცხლობენ, შემდეგნაირად გამოიყურება:

ჩადი – 53 წელი;
ნიგერია – 53 წელი;
ლესოთო – 53 წელი;

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 54 წელი;

სამხრეთ სუდანი – 55 წელი;
სომალი – 55 წელი;

ესვატინი – 57 წელი;

კოტ-დ’ივუარი – 59 წელი;
გვინეა – 59 წელი;
მალი – 59 წელი;
კონგო – 59 წელი;
ზიმბაბვე – 59 წელი;
ნამიბია – 59 წელი;
ბურკინა-ფასო – 59 წელი;
მოზამბიკი – 59 წელი;

სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი და დაბალი მაჩვენებლით მსოფლიოს სახელმწიფოების მიმოხილვის შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რა ადგილს იკავებს საქართველო ამ რეიტინგში და როგორ განსხვავდება სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში რეგიონის სხვა ქვეყნებისგან.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72 წელს შეადგენს, რაც ამავე წყაროს მიხედვით, გლობალურ საშუალოს ერთი წლით აღემატება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამდენივე წლის განმავლობაში ცხოვრობენ ტაჯიკეთში, ბულგარეთში, პერუსა და ბანგლადეშში. ამ მაჩვენებლით, საქართველო ისეთ სახელმწიფოებს აღემატება, როგორიცაა პარაგვაი, მექსიკა, მოლდოვა და სამხრეთ აფრიკა.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მიხედვით ჩვენი რეგიონის ქვეყნების რეიტინგი, შემდეგნაირად გამოიყურება:

თურქეთი – 76 წელი;
საქართველო – 72 წელი;
სომხეთი – 72 წელი;
აზერბაიჯანი – 69 წელი;
რუსეთი – 69 წელი;

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!