დღის სიახლეებიეკონომიკამთავარი ამბებისაზოგადოებაფინანსები

სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 17,5% იმყოფება

0
გაზიარება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 17.5% იმყოფება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 3.8 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3% შეადგინა.

აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.

რაც შეეხება სოციალური უთანასწორობის დონეს, საქსტატის ცნობით, 2021 წელს ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0.37-იან ნიშნულზეა, ასევე არ შეცვლილა კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0.39-ს შეადგენს.

ჯინის კოეფიციენტი შემცირებულია მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით – 0.36-დან – 0.34-მდე, ხოლო მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.42-ს.

2021 წელს მედიანური მოხმარების 60% ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.4% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!