სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 11.8 პროცენტი იყო 2022-2023 წლებში კლებამ 3.8 პროცენტი შეადგინა რაც 2020-2021 წლების შემდეგ ბოლო ათი წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.
საქსტატის განცხადებით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში კლება 5.0 პროცენტი იყო და 15.6 პროცენტს გაუტოლდა.
სიღარიბის კუთხით საქართველოზე რთული სიტუაცია სომხეთსა და თურქეთს აქვთ. სომხეთში ბოლო მონაცემებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 26.5 პროცენტი ცხოვრობს, რაც რეგიონში ყველაზე ცუდი შედეგია.
თურქეთის შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებელი 2023 წლის მაჩვენებლების მიხედვით, 12.3 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციისთვის, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 1.7 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.
რეგიონში ყველაზე კარგი შედეგები რუსეთსა და აზერბაიჯანს აქვს, რუსეთის შემთხვევაში 2023 წლის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის დაახლოებით 8.5 პროცენტი იმყოფება, რაც დაახლოებით 12.4 მილიონი ადამიანია. ცნობისთვის, ეს ნიშნული რუსეთს ისტორიის მანძილზე საუკეთესო შედეგია. 2022 წელთან შედარებით 0,8 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. აზერბაიჯანის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია და 5.5 პროცენტს შეადგენს და რეგიონში ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იავებს.
2023 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფშია შემცირებულია.