მშენებლობადღის სიახლეებირეგიონები

სიღნაღის 16 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 41 მილიონის პროექტები ხორციელდება

0
გაზიარება

წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში უკვე შესრულებული მშენებლობა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ, მოადგილესთან აკაკი მშვიდობაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში აქტიურად მიდის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. ამჟამად, 8 სოფელში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საიდანაც ქსელის მოწყობის 80% უკვე დასრულებულია. აპრილის ბოლოს სოფელ ანაგას, ხოლო ზაფხულში სოფელ ვაქირს ექნება სტაბილური წყალმომარაგება. წლის ბოლომდე, დარჩენილ ექვს სოფელშიც დასრულდება მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2023 წლის ბოლოდან კი 16-ვე სოფლის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“ – განაცხადა, ალექსანდრე თევდორაძემ.

მსგავსი სიახლეები

SGBA ბიზნეს სამიტის სპონსორია – არენა ჯგუფი

ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის…

საქართველოში დასაქმებულთა 2.1% აქვს 9 600 ლარი ან მეტი თვიური ხელფასი

2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა, - ინფორმაცია ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. ეს მაჩვენებლები…

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა და 11,288 მლნ ლარი შეადგინა

2023 წელს 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ, თითქმის, 335%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე),…

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გამართული ბიზნეს სამიტი Awork უმასპინძლებს

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების მიერ, წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!