დღის სიახლეებისიახლეები

Signify- პირველ ციფრულ დაკონტრაქტების პლატფორმას საქართველოში – SGBA ბიზნეს სამიტი უმასპინძლებს

0
გაზიარება

ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება სხვადასხვა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტოვობებით.

სამიტზე საქართველოში არსებული ტექნოლოგიური ბრენდი Signify მიიღებს მონაწილეობას, რომელიც წარმოადგენს პირველი ციფრული დაკონტრაქტების პლატფორმას საქართველოში.

Signify ერთ სივრცეში აერთიანებს დოკუმენტის შექმის შემდგომ, მის ხელმოწერამდე ყველა პროცესს:

  • დოკუმენტის ატვირთვა – ატვირთავ ან გამოიყენებ Signify-ში შენახულ შაბლონებს.
  • გაგზავნა – როგორც დოკუმენტის შაბლონის გაგზავნა შეიძლება, აგრეთვე მიმღები პირების და მათი როლების დაშაბლონებაა შესაძლებელი. ეს განსაკუთრებულად სარგებლიანია ხშირად გამეორებადი დოკუმენტებისთვის. როლი შეიძლება იყოს ხელმომწერი, დამდასტურებელი, ასლის მიმღები ან უბრალოდ ხელმოწერის მოწმე.
  • ხელის მოწერა – ხელმომწერი დოკუმენტის ლინკს სმს-ით ან მეილით იღებს და შეუძლია დისტანციურად, სულ რამდენიმე კლიკში მოაწეროს ხელი. აღარაა საჭირო ფიზიკურად, ადგილზე მისვლა.
  • შენახვა – ულიმიტო ფოლდერი ქლაუდზე, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოწყობილობიდან. ბაინდერებში დოკუმენტის ძებნის ნაცვლად, რამდენიმე კლიკში შეგიძლია მოიძიო სასურველი დოკუმენტი.

Signify Pad-იც ერთ-ერთი მნიშნველოვანი პროდუქტია, რომელიც ფრონტ ოფისებისთვისაა შექმნილი.

Signify Pad საშუალებას გაძლევთ გააციფრულოთ დოკუმენტები და მათი ხელმოწერის პროცესი თქვენს ოფისებში და ფილიალებში, სადაც მომხმარებლებს პირისპირ ხვდებით. ბიომეტრიულად ხელმოწერილი დოკუმენტი კი ექსპერტიზებადია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. პროექტის გაშვებისთვის თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ მოწყობილობების შეძენა და ჩვენს მზა API-სთან ინტეგრაცია.

მთავარი ღირებულებები

  • 5-ჯერ უფრო სწრაფი პროცესი – თუკი ხელშეკრულებების უმეტესობას 24 საათზე მეტი ჭირდება, Signify-თ შეგიძლია ეს რამოდენიმე წუთში გააკეთო.
  • შემცირებული საოპერაციო დანახარჯები – ფურცელთან და საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, საგრძნობლად მცირდება ფრონტ ოფისში კლიენტის მომსახურების დროც.
  • სწრაფი ონბორდინგი ციფრულ დაკონტრაქტებაზე – პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია, თითქოს რთულად და შრომატევადად აღიქმება. Signify-ს დანერგვა არ ჭირდება. საკმარისია შექმნა ანგარიში და შეგიძლია დაკონტრაქტების პროცესები ციფრულად დაიწყო.

Signify-ის შექმნის ისტორია:

დაარსდა 2021 წლის დასაწყისში, პანდემიის პერიოდში, როდესაც ბიზნესის უმეტესობა გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ამ პერიოდმა ტრადიციული დაკონტრაქტების პროცესები თითქმის შეუძლებელი გახადა და აიძულა ბიზნესი ცვლილებისთვის აეწყო ფეხი.

სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა ელექტრონული ხელმოწერების ციფრული პროდუქტის განხორციელების. სულ რაღაც სამ თვეში, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა freemium MVP ვერსია, რომელიც მომხმარებლებს ციფრულად ხელის მოწერის საშუალებას აძლევდა. ექვსი თვის განმავლობაში იდეა ვალიდაციას გადიოდა და დღეს უკვე 500 000-ზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს აერთიანებს, რომელთაგან ყველამ ერთხელ მაინც განიცადა ელექტრონული ხელმოწერის გამოცდილება.

კომპანიის მისია:

ხელშეკრულებები ბიზნესისებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობის ნაწილია, ისინი თითოეული შეთანხმების საბოლოო წერტილია. Signify-ის მეშვეობით იქმნება და ფორმდება ხელშეკრულებები, როდესაც: გაყიდვების გუნდი წარმატებით ათანხმებს გარიგებას, ან შესყიდვების ჯგუფი იპოვის გამყიდველს ან HR-ი აიყვანს ახალ თანამშრომელს. კონტრაქტის გაფორმების პროცესი, როგორც წესი, დაკავშირებულია ბიუროკრატიასთან, დოკუმენტების სართულ-სართულ რბენინებასთან და ა.შ საბოლოო ჯამში, ამ პროცესებში დიდი დრო იხარჯება და, როგორც წესი, არავის სიამოვნებს. ეს არის ზუსტად ის, რისი მოგვარებაც Signify-ის დახმარებით შეიძლება.

Signify-ის მისიაა გამარტივდეს შეთანხმების პროცესი და გახდეს ის ეკონომიური, სწრაფი და სასიამოვნო.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!