RSS კატეგორიადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

სიმაღლეზე მუშაობის წესები მკაცრდება – სავალდებულო ხდება დამცავი მოაჯირის მონტაჟი ყველგან

0
გაზიარება

„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვილილებები შევიდა. დოკუმენტის თანახმად, სავალდებულო ხდება დამცავი მოაჯირის მონტაჟი ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე.

დამცავი მოაჯირი აწყობილი უნდა იყოს EN 13374 სტანდარტით, შესაბამისი სერტიფიკატიკი უნდა ინახებოდეს იმ სამუშაო სივრცეში, სადაც ხდება მოაჯირის მონტაჟი.

ცვლილებების მიხედვით, ღიობების (ნაგებობაში ღიად დატოვებული სივრცეები), ყველა მხარე შემოსაზღვრული უნდა იყოს დამცავი მოაჯირებით. ასევე, ღიობთან ახლოს მდებარე პანდუსი ან დაქანებული ადგილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის სავალ ბილიკებად, უნდა იყოს მოაჯირებით შემოსაზღვრული.

სამუშაო სივრცეში განთავსებული ნებისმიერი ხარაჩო უნდა იყოს სწორად დაპროექტებული, EN 12810-1 სტანდარტით. ასევე, სათანადოდ მოვლილი. შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტი კი უნდა ინახებოდეს იმ სამუშაო სივრცეში, სადაც განთავსებულია ხარაჩო.

დოკუმენტის მიხედვით, მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო სივრცეში განთავსებულ ნებისმიერ ხარაჩოს უნდა გააჩნდეს ჩანაწერები მისი ექსპლუატაციის შესახებ. დაუშვებელია ხარაჩოს აღმართვა, შეცვლა ან მოხსნა პასუხისმგებელი პირების გარეშე, ასევე ხარაჩოს გამოყენებული მასალები გამოყენებამდე ყოველ ჯერზე უნდა მოწმდებოდეს.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ  ნაწილობრივ მოხსნილ ან დაუსრულებელ ხარაჩოებთან თვალსაჩინო ადგილებზე უნდა იყოს განთავსებული ამკრძალავი/გამაფრთხილებელი ნიშნები. ასევე, ხარაჩოებთან მიმავალი გზები უნდა იყოს გადაკეტილი შესაბამისი სახის მოაჯირებით.

ხარაჩოს აწყობა/დაშლა, შეცვლა და სარემონტო სამუშაოების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით. ხარაჩოს შემოწმების ანგარიში (წერილობით) კი, უნდა ინახებოდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან.

ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელია:

  • ხარაჩოს გამოყენება, თუ მისი რომელიმე დეტალი არის გაბზარული, გატეხილი, დეფორმირებული ან აღენიშნება სხვა სახის დაზიანება;
  • გადასატანი ხარაჩოს სტაციონარულ ხარაჩოზე განლაგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სივრცე საკმარისად ფართოა, ხოლო საყრდენი ბოძები პლატფორმაზე მყარად არის დამაგრებული;
  • ხარაჩოს გამოყენება ცუდი ამინდის პირობებში (ძლიერი ქარი, წვიმა და ა. შ.), რამაც შეიძლება, ზეგავლენა მოახდინოს ხარაჩოს მდგრადობაზე.

სამუშაო ადგილებზე ხარაჩოების, გალიების, კალათებისა და მსგავსი აღჭურვილობის გამოყენებისას ამ აღჭურვილობის შემოწმება უნდა მოახდინოს პასუხისმგებელმა პირებმა შემდეგი პერიოდულობით:

  • ა) ექსპლუატაციაში შესვლამდე;
  • ბ) ექსპლუატაციისას, პერიოდულად − არანაკლებ 10 დღეში ერთხელ;
  • გ) დაუყოვნებლივ, აღჭურვილობის მოდიფიკაციის, გარკვეული პერიოდით მოცდენის, ცუდი ამინდის, სეისმური რყევების ან ნებისმიერი სხვა გარემოების დადგომის შემდეგ, რომელსაც მის ტვირთამწეობაზე ან მდგრადობაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია;
  • დ) თუ ხარაჩოს ექსპლუატაცია შეჩერებული იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

აკრძალულია კუსტარულად დამზადებული კიბეების გამოყენება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან, სამუშაო სივრცეში განთავსდება და გამოიყენება სიმაღლეზე სამუშაოებისათვის განკუთვნილი მხოლოდ ის ხარაჩო, რომელსაც გააჩნია EN 12810-1 სტანდარტთან შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტი.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია- ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის…

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაციას შსს…

განმეორებითი ცნობებისა და მოწმობების აღება ფასიანია

იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები განმეორებით მიიღონ, აუცილებელია წარადგინონ, წერილობითი განცხადება და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოწმობის თუ ცნობის განმეორებით…

ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა

ჩინეთი ქართული სანელებლების მთავარი ექსპორტიორია. 2024 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა და 15.777 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის…

ელვის პრესლის ორიგინალი ფეხსაცმელი აუქციონზე 150 000 დოლარად გაიყიდა

ელვის პრესლის ლურჯი ფეხსაცმელი Henry Aldridge and Son -ის აუქციონზე 120,000 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 152,000 აშშ დოლარი) გაიყიდა. 1956 წელს, როდესაც ჩარტებში მოხვდა, მომღერლის სადებიუტო ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!