დღის სიახლეებისიახლეები

შინაური ბინადარი ცხოველის გაგდებისთვის შესაძლოა, მაღალი ჯარიმა დაწესდეს

0
გაზიარება

შინაური ბინადარი ცხოველის გაგდებისთვის შესაძლოა, მაღალი ჯარიმა დაწესდეს და მეპატრონეს ახალი ცხოველის აყვანის უფლება დროებით შეეზღუდოს. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლოა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს. თუმცა ამ ეტაპზე კანონპროექტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცნობია რამდენი იქნება სანქციის ოდენობა.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ავტორებმა პროექტზე შემოსული შენიშვნების ავტორებთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საკითხი გაითვალისწინეს, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ ცხოველის მიტოვებისთვის მაღალი ჯარიმის დაწესებაა.

გარდა ამისა, შენიშვნების ავტორებთან შეხვედრის შემდეგ გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა:

  1. ცხოველის პასპორტის სავალდებულო ტარების ვალდებულების გაუქმება;
  2. ვეტერინარის ყოლის ვალდებულების დაწესება საშენისათვის, რომელშიც ხდება 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის გაჩერება;
  3. ცხოველის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობისა ან/და გაგდება/მიტოვებისათვის დაჯარიმებული მეპატრონისათვის შეზღუდვის დაწესება, რომ მალევე ვერ შეძლოს ახალი შინაური ბინადარი ცხოველის აყვანა;
  4. არასათანადო მოპყრობაში ცხოველის მუდმივ დაბმულ მდგომარეობაში ყოფნის დამატება;

უპატრონო და მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიცირება ასევე საჭდით.

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!