დღის სიახლეებისიახლეები

სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობას დაახლოებით, 660 000 პირი იღებს

0
გაზიარება

სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობას დაახლოებით, 660 000 პირი იღებს, მათ შორის, სოციალური დახმარებით ყოველთვიურად 230 000-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს – ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა.

ანგარიშის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის ოჯახის წევრის „საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის გამო, დაახლოებით 173 000 პირს 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ საარსებო შემწეობის მიღების უფლება.

„პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის განახლებაზე, რათა იგი უფრო მეტად პასუხობდეს ოჯახების, განსაკუთრებით, ბავშვიანი შინამეურნეობების გამოწვევებსა და საჭიროებებს.

ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში იგეგმება „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვა, რაც გულისხმობს რეგიონულ დონეზე ჯანმრთელობის, ბავშვზე ზრუნვის, სოციალურ და დევნილთა საკითხებზე მოქალაქეთა ერთ სივრცეში სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაბამისი სერვის-ცენტრების რეაბილიტაციაზე/მშენებლობაზე, ახალი ელექტრონული სისტემების დანერგაზე, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, თანამშრომლების გადამზადებასა და სტანდატრტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებაზე, რათა ჩამოყალიბდეს მოქალაქეთათვის სოციალური მომსახურების მიწოდების თანამედროვე სტანდარტების სისტემა.“- ვკითხულობთ ანგარიშში.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!