ჯანდაცვის მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, დღეის მდგომარეობით საქართველოში 1004 სოფლის ამბულატორია ფუნქციონირებს.
ანგარიშის მიხედვით, სოფლის ამბულატორიებში დასაქმებულია ჯამში 1283 ექიმი და 1542 ექთანი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პირების „შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება ეტაპობრივად ხორციელდება“.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2024 წელს სოფლის ექიმის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 1 262 ლარითა და 50 თეთრით (ნაცვლად 1’162.50 ლარის), ხოლო სოფლის ექთნის/ფერშლის 1 018 ლარითა და 75 თეთრით (ნაცვლად 918.75 ლარის).