საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორიაუცხოური ბიზნეს სიახლეებიფინანსები

Starbucks-ის წარმატების ისტორია

0
გაზიარება

„სტარბაქსი“ ქსელური რესტორნების კომპანიებს შორის შემოსავლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 2019 წელს 27 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 3 მილიარდი დოლარი შეადგინა. რესტორნების (ე.წ. Coffee shop-ების) რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, მხოლოდ „საბვეის“ და „მაკდონალდსს“ ჩამორჩება. კომპანიის აქტივები 19 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 125 მილიარდი დოლარია. კაპიტალიზაციით მის სექტორში მხოლოდ „მაკდონალდსს“ ჩამორჩება. დასაქმებული ჰყავს 346 ათასი ადამიანი.

100+ Best Starbucks Photos · 100% Free Download · Pexels Stock Photos

პირველი „სტარბაქსი“ 1971 წლის 30 მარტს აშშ-ში, ქალაქ სიეტლში გაიხსნა. ის სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა დააარსა: ინგლისურის მასწავლებელმა ჯერი ბალდუინმა, ისტორიკოსმა ზევ სიგლმა და მწერალმა გორდონ ბოუკერმა. მათი მიზანი მაღალი ხარისხის ყავის მარცვლების გაყიდვა იყო. მარცვლების მოხალვის ტექნოლოგიის შესასწავლად ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენს, ალფრედ პიტს მიმართეს.

1986 წელს “სტარბაქსის” ექვსი ობიექტი ფუნქციონირებდა და თავდაპირველად, მხოლოდ ესპრესოს ყავას ყიდდნენ.

1987 წლიდან “სტარბაქსი” ყოველდღიურად საშუალოდ ორ მაღაზიას ამატებდა.

სანტა-ფე სპრინგსში, კალიფორნიის შტატში, “სტარბაქსის” ყველაზე ბევრი მაღაზიაა თავმოყრილი. “სტარბაქსის” ობიექტები თითქმის ყოველ 40 კილომეტრში გვხვდება.

Forbes-ის ინფორმაციით, ამჟამად, “სტარბაქსს” დაახლოებით 227 000 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

“სტარბაქსის” საშუალო მომხმარებელი მაღაზიას თვეში 6-ჯერ სტუმრობს, როცა აღნიშნული ყავის ერთგული მომხმარებლების 20% მაღაზიაში თვეში 16-ჯერ შედის.

“სტარბაქსს” სასმელის 87 0000-ზე მეტი კომბინაცია აქვს.

“სტარბაქსის” ყველაზე დიდი ზომის ყავა (“ტრენტა”) იმაზე დიდია, ვიდრე კუჭის მოცულობა შეიძლება იყოს. კუჭს საშუალოდ შეიძლება 900 მილილიტრის დატევა შეეძლოს, როცა “ტრენტა” 916 მილილიტრია.

“სტარბაქსის” ყველაზე დიდი ზომის ყავა 320 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, რომელიც “რედბულში” კოფეინის შემცველობაზე 4-ჯერ მეტია.

“სტარბაქსის” დარიჩინის ერთი ნაჭერი ნამცხვარი იმაზე მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე “მაკდონალსის” 480 კალორიის მქონე პროდუქტი.

Business Insider-ის ინფორმაციით, “სტარბაქსი” თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაში უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ყავის მარცვლებში.

“სტარბაქსი” წელიწადში 352 მილიონზე მეტ ლიტრ რძეს ხარჯავს, რომელსაც 155 ოლიმპიური ზომის საცურაო აუზის შევსება შეუძლია.

კომპანია წელიწადში დაახლოებით 2,3 მილიარდ ქაღალდის ჭიქას იყენებს.

2013 წლისთვის ყავის გაყიდვების 10% მოდიოდა მომხმარებლების მობილური აპლიკაციით შეკვეთაზე.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 2017 წლის მონაცემებით, “სტარბაქსს” მსოფლიოს მასშტაბით 24 300-ზე მეტი ობიექტი ჰქონდა გახსნილი.

Statista.com-ის ინფორმაციით, ბოლო 10 წელიწადში “სტარბაქსის” ყოველწლიური შემოსავალი გასამმაგდა და 2017 წელს 22,39 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, Statista.com იუწყება, რომ 2017 წელს “მაკდონალდსის” შემდეგ “სტარბაქსი” მსოფლიოს მეორე უდიდეს სწრაფი კვების ბრენდად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

ინოვაციური შეთავაზება ტურისტებისთვის – Tourist card Georgia

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ (SGBA) წარმოადგინა ახალი პროექტი - Tourist card georgia (ტურისტული ფასდაკლების ბარათი, არა მარტო ფასდაკლება), რომელიც შექმნილია ტურისტებისთვის და უცხოელი მოქალაქეებისთვის.  პროექტი…

Prime Fit – მომსახურების უნიკალური სერვისი და პროფესიონალი გუნდი თქვენს სამსახურში

2022 წელს, თბილისში მაღალი ხარისხის ფიტნეს სივრცის განვითარების მიზნით Prime Fit შეიქმნა,სადაც პრიორიტეტს კლიენტებისთვის ვარჯიშის უნიკალური გამოცდილების უზრუნველყოფა და განუმეორებელი კლუბური ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენს.…

რჩევები გახშირებული კიბერთაღლითობისგან თავის დასაცავად

გახშირებული ახალი სქემით კიბერთაღლითობის შემთხვევებიდან გამომდინარე  „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს: „ბოლო დროს გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით: ბანკის…

აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო კრიზისული მდგომარეობაა – BBC

BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში მექსიკიდან აშშ-ში 10 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მედიის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარება ტეხასის ქალაქ ელ-პასოშია, სადაც შესვლას…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!