სტარტაპებიRSS კატეგორიამომსახურების სფერო

სტარტაპი Inventors.ge –„დაშლილების“ ონლაინ პლატფორმაზე მორგების ამბავი

0
გაზიარება

წლების წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო ავტომობილის რომელიმე ნაწილის ყიდვა ავტობაზრობაზე ხანგრძლივი სიარულის გარეშე. სწორედ ეს დისკომფორტი აქცია სიამოვნებად ქართულმა სტარტაპ წამოწყებამ – „Inventors“-მა, რომელმაც ავტომოყვარულებს შორის მალევე მოიპოვა ნდობა. ეს ბრენდი არის ახალი სიტყვა ადგილობრივ ბაზარზე, რომლის მიზანი ავტომობილის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ნაწილების ყიდვასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრაა. კომპანიის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას, მნიშვნელოვანი ხელი შეუწყო „თიბისი სტარტაპი“-ს 2019 წლის დეკრეტში გამარჯვებამ.

დრო, ენერგია, ფინანსები – ამ რესურსების დაზოგვაა შესაძლებელი „ინვენტორი“-ს სერვისის გამოყენებით, რომელიც მომხმარებლებს „Facebook“ გვერდისა და ქოლცენტრის დახმარებით უწევს კონსულტაციას და სთავაზობს გასაყიდ პროდუქციას. კომპანიის ისტორია 3 წლის წინ დაიწყო და სტარტაპის დამფუძნებლის, გიორგი რობაქიძის თქმით, დროის ამ მონაკვეთში, შესაძლებელი გახდა, 200 000 აშშ დოლარის კერძო ინვესტიციის მოზიდვა.    

სხვა სერვისებთან ერთად, „ონლაინ-დაშლილების“ კომპანია ავტომოყვარულებს სასურველი ნაწილის უმოკლეს დროში, ბაზარზე არსებულ ყველაზე დაბალ ფასად, საკომისიოს გარეშე, ქვეყნის მასშტაბით მიწოდებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბრენდის მიერ წარმოდგენილი დაბალი ფასი არ აისახება დაბალ ხარისხზე. კომპანიის გუნდის განმარტებით, მათ ჰყავთ 1500-მდე პარტნიორი, რომელთა შორისაცაა როგორც მსხვილი მომწოდებლები, ისე – ნაკლებად ცნობილი. გარდა ამისა, „ინვენტორი“-ს მომხმარებელს საშუალება აქვს, მიიღოს გონივრული საგარანტიო პერიოდი და ისარგებლოს სხვადასხვა ბანკის განვადებით.

ბრენდის წარმატებაზე მისი სტატისტიკურ მონაცემებიც მეტყველებს. ამ ეტაპზე, კომპანიას ამ მიმართულების ბაზრის 75% აქვს ათვისებული, შესრულებულია შეკვეთების 87%, მითითებულ დროში მოძიებულია ნაწილების 79%, ხოლო კმაყოფილია კლიენტთა 95%.

სტარტაპი Inventors-ი, არსებობის მესამე წელს, 20 ადამიანს აერთიანებს. სერვისის მიწოდების თვალსაზრისით, კომპანია გაფართოებას აპირებს. კონკრეტულად, დამფუძნებლის განმარტებით, იგეგმება „Amazon“-ის მსგავსი პლატფორმის შექმნა, სადაც გაერთიანებული იქნება ავტონაწილების ყველა ის მაღაზია, რომელიც წარმოდგენილია ოფლაინ. აპლიკაცია, რომელიც 2 თვის ვადაში ჩაეშვება, მეტად გაზრდის როგორც კომპანიის პოპულარობას, ისე სერვისის ხარისხს.  ამ ეტაპზე, ქოლცენტრის საშუალებით, სტარტაპი მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. „ინვენტორი“-ს ხელმძღვანელობის ვარაუდით, 2023 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ბრენდი სხვადასხვა პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი და უფრო მეტად ცნობადი გახდება, მილიონიანი მაჩვენებელი გადალახული იქნება.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!