დღეს მსოფლიოში, კომპანიებისთვის პრობლემას წარმოადგენს, დასაქმებულებს შეუქმნას დამატებითი ბენეფიტები, შეაჩეროს ადამიანური რესურსების გადინება, აგრეთვე დროულად მოახდინოს მისთვის სასურველი კანდიდატების მოძიება.
სწორედ ამ მიზნით წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით (SGBA) 5 ივლისს 17:00 საათზე ადამიანური რესურსების პრობლემებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება, სადაც განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული.
კონფერენციაზე თეონა ბაღათურია (HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი) ისაუბრებს თანამშრომლების კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის მეორე ნაწილში წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) პრეზიდენტი, მაია ტატულაშვილი და SGBA მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინი ლონგურაშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს SUCCES CARD (წარმატების ბარათი) წარუდგენს, დეტალურად განიხილავენ წარმატების ბარათის უპირატესობასა და პრიორიტეტებს.
კონფერენციის დასკვნითი ნაწილში კი ბესიკ ექსეულიძე განიხილავს SGBA -ის მიერ შექმნნილ HR პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მარტივი კავშირის დამყარება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.
კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა 3 ივლისს, 18:00 საათამდე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე : https://forms.gle/s9tJwFhAZJsVQxxF6
დამსწრებთა რაოდენობა შეზღუდულია !
მის : თბილისი, KING DAVID (მ.ალექსიძის ქ #12)