საქართველოდან თაფლის ექსპორტი გაიზარდა. საექსპორტო ბაზრებზე 705 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიყიდა, რაც 62%-ით მეტია გასული წლის პერიოდთან.
ყველაზე მეტი თაფლი საქართველოდან საფრანგეთში გადის. სულ უცხოეთში 165.4 ტონა თაფლია ექსპორტირებული.
ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრები / 2022 წლის 9 თვე
- საფრანგეთი – 319.2 ათასი დოლარი
- ბულგარეთი – 255.95 ათასი დოლარი
- ისრაელი – 61.6 ათასი დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 18.4 ათასი დოლარი
- იაპონია – 16.3 ათასი დოლარი
- საუდის არაბეთი – 14.9 ათასი დოლარი
- გერმანია – 5.6 ათასი დოლარი
- სომხეთი – 3.9 ათასი დოლარი
- ავსტრია – 3.3 ათასი დოლარი
- კანადა – 2.3 ათასი დოლარი