დასაქმების პროგრამაRSS კატეგორიასიახლეები

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო

0
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს იწყებს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინრეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში.

ამ ეტაპზე, 1 000-მდე მოქალაქე გაივლის მომზადება/გადამზადებას შემდეგ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში: „მერმისი“, „იკაროსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ და „სპექტრი“.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

· ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

· მინიმალური ასაკი 18 წელი;

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის არაუმეტეს სამი თვე და სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სახელმწიფო სერტიფიკატი.

პროგრამის რეგისტრაციის ვადები: 2022 წლის 18-30 მაისი. სასწავლო პროცესი კი დაიწყება 6 ივნისიდან.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.dasakmdi.ge.

მსგავსი სიახლეები

პროდუქტები, რომლებიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023…

ევროკავშირში თურქული თხილის ალტერნატიულ მიმწოდებლად საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას

აგროპორტალ EastFruit-ის შეფასებით, თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის წამყვანი მწარმოებელია, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს…

უძრავი ქონების ქირაზე ფასი შემცირდა

უძრავი ქონების ქირაზე ფასის შემცირების ფონზე, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემისას, რომელიც ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, ეროვნული ბანკი რისკებს ხედავს. სებ-ი კომერციულ ბანკებს რეკომენდაციას აძლევს…

მაისში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა

2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.…

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!