ტანსაცმლის დიზაინიქართული წარმოება

თბილისის პირველი ლედის წარმატების ისტორია

0
გაზიარება

 საკუთარი სამყაროს მოწყობა ხელოვნების ინდუსტრიაში მეტად რთულია. დაიმკვიდო თავი, შექმნა ახალი, ინოვაციური და ყველასთვის მოსაწონი პროდუქტი, 21-ე საუკუნეში ასოცირდება თავდაუზოგავ შრომასთან… გზა შემოქმედებით სამყაროში მეტად რთული აღმოჩნდა ერთ-ერთი ქართველი დიზაინერი – ანუკი არეშიძისთვის. მოდელობით დაწყებულმა კარიერამ არამხოლოდ პროფესიული განვითარება არგუნა წილად, არამედ სიყვარული და ოჯახი, რომელიც ყურადრების გარეშე არასდროს რჩება.  არ არის მარტივი,   იყო ქართველი ფეხბურთელისა და პოლიტიკოსის, კახი კალაძის ცოლი, გყავდეს 4 შვილი და საზოგადოების ყურადრებას მაინც შენი შემოქმედება იპყრობდეს.

No description available.

           ANOUKI-ის ბრენდის სამოსი მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე ყოველთვის ღირსეულ და ნაყოფიერ როლს ასრულებს, ამის შემდეგ მის სამოსში გამოწყობილ უამრავ ცნობილ სახეს ვხვდებით. მათ შორის, კრისტი ტეიგენი, ცნობილი ამერიკელი მოდელი და ტელეწამყვანი ელენის შოუში ანუკი არეშიძის კაბით გამოჩნდა. აგრეთვე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, ილონ მასკის დედა, მეი მასკი, 2018 წლის საკრუიზო კოლექციიდან ატმისფერი კაბით გვევლინება, შეი მიტჩელის საყვარელი მანტოც ხომ ანუკის შემოდგომა-ზამთრის 2019 წლის კოლექციიდან არის. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის ინფლუენსერი ჰეილი ბიბერი ანუკის ტყავის შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი, მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივიდა. ეს იმ მცირე ჩამონათვალია, ვინც ანუკის ბრენდის სამოსის სურნელი შეიგრძნო და მისი შემოქმედება იზიარა.

           ანუკის  კარიერა სწორედ მილანში, ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტებში დაიწყო. ის სწავლობდა „istituto marangoni”-სა და “academia del lusso”-ში. ცხოვრების თანამგზავრიც სწორედ მილანში გაიცნო. ბრენდის ჩამოყალიბება და მისი საზღვარგარეთ გატანა მთავარ ოცნებად ჰქონდა და ეს ყველაფერი ცხოვრების  მიზნად აქცია.  გაზაფხული,ზაფხული, შემოდგომა, ზამთრის კოლექციები ნელ-ნელა იპყრობდა ჯერ საქართველოს და შემდეგ უკვე მსოფლიოს. ანუკი სამოსმა ყველას აღფრთოვანება დაიმსახურა. მან შექმნა ბრენდი „ANOUKI“,  რომლის  Browns ერთ-ერთი ექსკლუზიური სავაჭრო ქსელია, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაარსდა და მსოფლიო წამყვან ბრენდებს საზოგადოებას სთავაზობს, სწორედაც, რომ მის რჩეულ ბრენდებში ანუკი არეშიძის ბრენდი მთავარ როლს იკავებდა.

No description available.

           დიდი შრომის მიუხედავად ანუკი ცდილობს იყოს კარგი მეუღლე და ღირსელი დედა. სწორედაც, რომ 2022 წელს მან გადაწყვიტა საკუთარი ცხობრება გაუზიაროს საზოგადოებასა და თავისი ცხოვრება გახადოს მაგალითი იმ ქალებისთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ მოტივაცია. შექმმა Youtube არხი და საკუთარი ვლოგებით გვიზიარებს ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, ყოველდღიურ რუტინასა და პროფესიულ საქმიანობას.

მსგავსი სიახლეები

ქართული ღვინის გილდია აცხადებს რეგისტრაციას პროგრამაზე – მევენახეობის მოკლე კურსი

პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia მიერ -45% დაფინანსების ფარგლებში ქართული ღვინის გილდიამ გამოაცხადა მიღება პროფესიული გადამზადების მოკლე პროგრამაზე „მევენახეობის მოკლე კურსი“. პროგრამა ითვალისწინებს …

„ბალავარი“- ისტორიულ, მრავალსაუკუნოვან ქვევრებში დადუღებული ღვინო

ღვინის კომპანია „ბალავარი“ წლებია საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოადგენს ღვინის აკვნად წოდებულ ქვეყანა - საქართველოს.„ბალავარში“ ღვინოს პატიოსნებითა და გულწრფელობით ამზადებენ პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს…

„შირაქი“ ნედლი რძითა და HAССP სტანდარტით დამზადებული მაღალი ხარისხის პროდუქტი

2007 წელს რძის შემკრები პუნქტით დაწყებული საქმიანობა დიდ წარმოებაში მალევე გადაიზარდა,რომელსაც საფუძვლად კომპანიის დამფუძნებლის და თანამშრომლების ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში მიღებული გამოცდილება და…

სამკერვალო საწარმო “ლიდერი” სოციალური მეწარმეობის ფორუმის ფინალისტია

სამკერვალო საწარმო „ლიდერი“, რომელიც შიდა ქართლში მცხოვრებ სოციალური საჭიროების მქონე ქალების გაძლიერებას, მათთვის ახალი პროფესიების შესწავლასა და ტექსტილის ნარჩენის შემცირებას აქტიურად ახორციელებს, სოციალური მეწარმეობის…

განსხვავებული და ფერადი საჩუქრები ქალბატონებისთვის TN Handmade-სგან

ტყავის აქსესუარების მწარმოებელ ქართულ კომპანია TN HANDMADE-ს  სიახლე აქვს  ყველასთვის,  ვისაც უყვარს ლამაზი აქსესუარები ან უბრალოდ სურს განსხვავებული და ხარისხიანი საჩუქრის შერჩევა მისთვის მნიშნელოვანი ადამიანისთვის. TN…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!