დღის სიახლეებისიახლეები

თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 27%-ით შემცირდა

0
გაზიარება

2023 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2 537 ერთეული შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 27%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 22%-ით, 141 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ინფორმაცია „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.

2023 წლის აპრილში გასული წლის აპრილთან შედარებით, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 31%-იანი კლება ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 18%-ით არის შემცირებული.

„2023 წლის აპრილში თბილისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 42%-ით შემცირდა, მედიუმ და პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 9% და 2%-იანი კლება დაფიქსირდა.

2023 წლის აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ქალაქის ცენტრში კი მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა,“- აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!