დღის სიახლეებისიახლეები

თბილისისთვის 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენა 259,276,000 ლარი დაჯდება

0
გაზიარება

თბილისს 160 ერთეული 18-მეტრიანი CNG ავტობუსი ექნებ,სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი ავტობუსის სავარაუდო ღირებულება 1,620,475 ლარს შეადგენს, შესაბამისად მთლიანად ახალი ავტობუსების შესყიდვა 259,276,000 ლარი დაჯდება.

ახალი ავტობუსი ევრო 6-ის სტანდარტის უნდა იყოს, ამასთან მისი გამოშვების წელი აუცილებლად 2023 უნდა იყოს. 18-მეტრიან ავტობუსს ოთხი კარი უნდა ჰქონდეს, აქედან ორი კარი წინა, ხოლო ორი უკანა (გადაბმულ) სეგმენტში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ტენდერი შემჭიდროვებულ ვადებში ტარდება, ის 11 მაისს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამოცხადდა (12-14 მაისს დასვენების დღეები იყო), ხოლო მასში წინადადებების შეტანა მხოლოდ ორი დღის – 18-19 მაისის პერიოდში იქნება შესაძლებელი (18 მაისის 00:00-დან 19 მაისის 12:30-მდე).

ტექნიკური მოთხოვნებით განსაზღვრულია 364 პარამეტრი, რასაც ავტობუსი უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია გაბარიტები, ძრავის სიმძლავრე, გაგრილება/გათბობის სისტემა და ასე შემდეგ.

“ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის მანძილზე (2018.01.01 – 2023.01.01.) არანაკლებ 500 (ხუთასი) ცალი 18-მეტრიანი CNG ძრავზე მომუშავე ავტობუსების მიწოდების და წარმოების გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში. აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლიანი წარმოების გამოცდილება 12-დან 18 მეტრამდე ურბანულ ავტობუსებში (ნებისმიერი მოდელის), რომლის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტობუსების მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც მითითებული იქნება ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

2.2.1.3. პრეტენდენტს ან, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ არის მწარმოებელი, შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებელს უკანასკნელი 3 წლის მანძილზე (2020.01.01 – 2023.01.01.) დამზადებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 (ორმაცდაათი) ცალი იგივე მოდელის ავტობუსი (იგივე ძრავით, იგივე საწვავის სისტემით, იგივე ღერძებით და გადაცემათა კოლოფით), რომლებიც შეკვეთილია ან მიწოდებულია არანაკლებ სამი სხვადასხვა ოპერატორისთვის. სამივე ოპერატორი უნდა ოპერირებდეს ევროკავშირში. აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სურვილის შემთხვევაში კომპანიებს შეეძლებათ მერიისგან 40 მილიონი ლარის ავანსი მოითხოვონ.

მსგავსი სიახლეები

ინვესტიციების მოცულობა 61,5%-ით შემცირდა

2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5 %-ით შემცირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების…

The Economist-მა 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური გამოცემა The Economist-ი 2023 წლის საუკეთესო წიგნების რეიტინგის აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი და წარდგენილი წიგნების განაწილება რამე კონკრეტულ კრიტერიუმზე არ არის…

საქართველოში ფერმერული მეურნეობების რეესტრი შეიქმნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ინიცირებას მოახდენს.  კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი…

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 132 ქვეყანას შორის საქართველო 65-ე ადგილს იკავებს “ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ” 2023 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სწრაფი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!