„თეგეტა ჰოლდინგი“, Groupauto Caucasus-თან ერთად, უმსხვილეს სადისტრიბუციო ქსელ Groupauto International-თან ათწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად საზაფხულო კონფერენციას მართავს. ბიზნესკონფერენციას საქართველოში ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების 20-ზე მეტი წარმომადგენელი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან ეწვია. მათ შორის სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში Groupauto International-ის დირექტორი ჰოლგერ ჰელმიხი ჩამოვიდა.
Groupauto Caucasus-ის 2022 წლის კონფერენციის მონაწილეები ავტოინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს განიხილავენ და პარტნიორობის ფარგლებში ახალ ბიზნესშესაძლებლობებზე მსჯელობენ.
Groupauto International ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელია მსოფლიოში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი 50-მდე ბრენდის მიერ წარმოებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე კომერციული დანიშნულების ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების იმპორტს უზრუნველყოფს ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 70 ქვეყანაში. Groupauto International აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 1 500-ზე მეტ დისტრიბუტორს, 7 500-მდე სერვისცენტრს და ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Shell, Bosch, Mobil, ZF, Continental, Philips, Osram, Exide, Clarios და სხვა. Groupauto International-ის მთავარი მიზანია ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების გაერთიანება და მათი ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირება.